ხაშურის სპორტული სკოლა, თუ დამკრძალავი ბიურო?

უძაღლო ქვეყანაში, რომ კატებს აყეფებენ ეს ახალი ალბათ არაა, მაგრამ არ მეგონა ასეთი უძაღლობა თუ შეიძლებოდა ყოფილიყო ჩვენს გაძვალტყავებულ ქალაქში.

ალბათ ამ შესავლისთვის და აქ მეტად სუბიექტური მოსაზრებებისთვის ჟურნალისტიკის შეურაცხყოფაში დამდებენ ბრალს და არაპროფესიონალს მიწოდებენ, თუმცა თავშივე გეტყვით რომ არ გახლავართ პროფესიით ჟურნალისტი, არამედ ჩემი ქალაქის ბედი და იღბალი მაწუხებს.

ცოტა ხნის წინ ჩვენს ქალაქში, ოდესღაც არსებული სპორტული სკოლის შენობაში კედელი გამოანგრიეს და მშვენიერი ვიტრინა ჩასვეს. ვიფიქრე გვეშველა და მორიგი ,,აღმშენებლობა” დაიწყო, მაგრამ ძალიან შევცდი. მერე წარწერა ,,ჯვარი” გამოჩნდა, ამ წარწერის ქვემოთ, კი წარწერა ,,დამკრძალავი ბიურო”. ნუთუ ჩვენთან პორტის საქმე ისეა, რომ პირდაპირ სპორტულსკოლაში დაასვეს დიდი ჯვარი სპორტულ აღზრდას და სამუდამოდ მარილზე გაამგზავრეს? ან იქნებ უფრო ზე იდეური დატვირთვა აქვს მას ამ შენობაში და ჩვენი ესოდენ ,,დეგრადირებული” გონება ვერ ჩასწვდა იმ სულიერად ხელოვანთა გონებას, რომლებსაც თავში აზრად მოუვიდათ ამ შენობაში დამკრძალავი ბიუროს გახსნა?

12345სულ ახლახანს კი უფრო მეტად შთამბეჭდავი მენიუც კი გაჩნდა, რომელიც აქ წარმოდგენილ ფოტოზეცაა დაფიქსირებული, ამიტომ მისი ჩამოთვლით თავს არ შეგაწყენთ. მიმოვიხილოთ ის ტერიტორია სადაც ეს დამკრძალავი ბიუროა. ეს არის ადგილი, რომელსაც ყოველდღე გადიან ჩვენი პატარები ზაფხულის ცხელ დღეებში სარბენად, სამხიარულოდ. მოკასკასე ახალგაზრდობა მზესუმზირის წკაპუნით ირთობს თავს და რამდენი ასეთი. მათ კი ამიერიდან ამ ქუჩაზე და ამ ადგილას მაცივარს შესთავაზებენ, ოღონდ არა ცივი სასმელებისთვის. სურათის გადიდებას შესთავაზებენ, ოღონდ არა ,,სელფ”- ფოტოების. მათ იქითა ქვეყანაში მშვიდად გაცილებას შესთავაზებენ და არა აქ, ჩვენს პატარა ქალაქში ჯანმრთელი ცხოვრების წესს სპორტ-სკოლაში სიარულს და ა.შ.

საკითხმა სოციალურ ქსელში დიდ განხილვას დაუდო საფუძველი და რამდენიმე არგუმენტი მინდა შემოგთავაზოთ, როგორც დამცველთა, ისე უკმაყოფილოთა წარმომადგენლებისგან. ამ კომენტარების ავტორები კი სოციალური ქსელის მომხმარებლები არიან, რომელთა არა სახელსა და გვარებს, არამედ მხოლოდ შეხედულებებს დავაფიქსირებთ.

ზ.მ.: ,,დღეს გავიარე სპორტ სკოლასთან, იმის მაგივრად რომ შეაჩერონ ამ დამკრძალავი ბიოროს ფუნქციონერება, ვნახე მენიუ გამოუკრიათ სარეკლამო შუშებზე, ეს მამაოები არავის არაფრად აგდებენ ხალხო რა უბედურებაა რა ხდება. ხელმოწერების შეგროვება უნდა დავიწყო ხაშურში მეტ გზას ვერ ვხედავ. არც მთავრობა გვყავს არც საზოგადოება და რავი ყველა ჩუმადაა ამ მარაზმზე”.

რ.კ.: ,,რა სამარცხვინოა მართლა სხვა ადგილი ვერ ნახეს? ყველაფერს დაუკარგეს ფასი ყველაფერი გაყიდეს და წაართვეს ხაშურლებს. კინოში რაგაც მარკეტს ხსნიან, აქ კიდე დამკრძალავი ბიურო გაუხსნიათ. მერე გვედით ქელეხის დარბაზს გააკეთებენ ალბათ, მომგებიანი იქნება, დამკრძალავი ბიურო აქვე აქვთ. კიდევ რა იდიოტობას კააკეთებენ. ამ ქალაქს საერთოდ პატრონი თუ ყავს. მემგონი არა, ხაშურში გაკეთებული მე ჯერ არაფერი მინახავს”.

კ.ტ.: ,,მეც მსგავსი პროტესტის გრძნობა დამეუფლა,როდესაც პირველად ვნახე და დავინტერესდი ვისი ინიციატივით გაიხსნა, ეგრედწოდებული “ჯვარი”იქ სადაც დღის განმავლობაში უამრავი ბავშვი მოძრაობს,ერთობა თუ სწავლობს.დავიჯერო,ხაშური იმდენად დატვირთული ქალაქია რომ ეგ ერთი პატარა მაღაზია სხვაგან ვერ დაეტევოდაა?სასაცილოა,სასაცილოოო”

ჰ.ტ.: ,,ხაშურელებს არ აინტერესებთ ხაშური პირველ რიგში და მერე გაიძახიან პატრონი არ ყავსო, თქვენ უნდა შექმნათ თორემ სხვას სულ არ სჭირდება ხაშური, კარგი იქნება ქალაქს რომ დაემსგავსოს, კინოც იყოს, ზემო სერზე უუუუმაგრესი პარკიც გაკეთდება, თანაც ისეთი საქართველოში არსად რომ არ იქნება, მერე ახალგაზრდებიც აღარ გადაიხვეწებიან სხვა ქალაქებში, ასე რომ მარტო ხელფასებს და პრემიებს ნუ მიჩერებიხართ ხაშურის მთავრობა, შვილები თქვენც გყავთ და მიხედეთ ქალაქს მომავალმა თაობამ მაინც რომ შეიყვაროს ეს ქალაქი და თქვენნაირად არ ეკიდოს ფეხებზე!!!!”

ლ.გ.: ,,პატივცემულებო მინდა გითხრათ,რომ დღს ეს შენობა წარსულში სპორტის სასახლედ წოდებული აღარ არის მუნიციპალიტეტის საკუთრება , ესაა უბრალო შენობა რომელიც ნებისმიერ მსურველზე ქირავდება , რათქმაუნდა თუ მაში “მოღვაწეობა” კანონსაწინააღმდეგო საქციელს არ წარმოადგენს, ასე,რომ ძალიან ნუ გაგვიტყდება გული , უმჯობესია მოვითხოვოთ ახალი ევროპული სტანდარტების მქონე სპორტ სასახლე თუ დარბაზი :))))))) რაც შეხება მამაოებს გაითვალისწინეთ ,თქვენ იმ ხალხზე საუბრობთ,რომელნის თითქმის 20 წელია სულიერ საზრდოს აწვდიდა და აწვდის ჩვენს უსაყვარლეს მამულშვილებს ! ამიტომ დაიოკეთ ნერვები და რაციონალური განსჯით მოეკიდეთ სიახლეებს!”

10392308_757682044285177_323266596281159554_n

111111123

ხაშური ნიუსი

კომენტარები

Comments

  1. Tako Zeqalashvili says:

    Lasha Gelashvili momewona sheni pozicia :*:))

  2. თაკო რა არის მოსაწონი, ამ საქმეში თუ სასულიერო პირების ხელი ურევია ყველა კარგად უნდა დაფიქრდეს თუ ამ ფაქტით რა ზიანს აყენებს ეკლესიას.

  3. Tako Zeqalashvili says:

    გიორგი ჩუბინიძე რა ფაქტით? ერთ ჩვეულებრივ შენობაში, რომ აკეთებენ დამკრძალავ ბიუროს? რა არის აქ ეკლესიაზე ზიანის მიმყენებელი? :/

  4. Tako Zeqalashvili და ეს შენობა ჩვეულებრივია? წლების მანძილზეა სპორტული სკოლა, იქვე გვერდით სასეირნო პარკი და ამას დამატებული გავრცელებული ხმა, თუ ვინ არიან მფლობელები.

  5. Turizms moizidavt ase..

  6. And the town sleeps and dreams… პატარებს რომ კუბოების ეშინიათ, ამდენს მაინც ვერ ხვდებიან ეს ადამიანებზე ზრუნვით დამშვრალნი?! გასართობად პარკში მისული პატარა რომ ამ სიტყვებს წაიკითხავს, როგორ ფიქრობთ კარგ განწყობაზე დადგება?! ნეტავ იმას ვინც ამდენს ვერ ხვდება…

  7. ki, magram, tu sportskola sportskola agar aris, ras ityvit saseirno bagis shesaxeb? – Mainc dasashvebia aseti " mezobloba"?

  8. ვაი ჩვენს პატრონს, მართლა ფულის შოვნაზე და ჯიბის გასქელებაზე რო ფიქრობს ხალხი, არანაირათ არ შეიძლება აქ ეს ამბავი,ჩემი წინა თაობა, ჩემი თაობა და ხაშურის მომავალი თაობაც ამ სკვერში გავიზარდეთ და ასეთი მარაზმი ჯერ არ მინახავს.( ისე ეგ შენობა ქალაქის ცენტრშია და პროფილაქტიკაც რო გაგეხსნათ მანქანებისთვის ალბათ ურიგო არ იქნებოდა)

  9. Mevludi Ugulava says:

    უეჭველი ვიცი მანდ ჩაფიქრებულია საბანკეტო დარბბაზის გაკეთება.

    ეს ბოლოს ლ.გ ვისი ნათესავია ამ შენობის მფლობელის თუ იმ მღვდლების ?

    რაღამც სულიერ საზრდოს მაწვდის მერე თვითონვე უნდა ჩამაფურთხოს სულში?>

  10. სტატიაში შეცდომაა დაშვებული. ეს შენობა არასოდერ არ ყოფილა სპორტსცოლის. ის ეკუთვნოდა სპორტსაზოგადოება "შევარდენს"და იხსენიებოდა როგორც კსკ ანუ კულტურულ-სპორტული კომპლექსი. დაახლოებით 7-8 წლის წინ შევარდენმა 17 ობიექტი გადასცა სახელმწიფოს, ერთერთი მათგანი იყო კსკ, მაშინდელმა ხელისუფალმა,გვარსა და სახელს ვერ დავასახელებ იმიტომ რომ ეს ადამიანი დღეს ნანობს რაც გააკეთა, არ მოისურვა გადაეცა სპორტსკოლისთვის ეს შენობა. ამიტომ გააკეთეს სახელმწიფო შპს, ე.ი. გაამზადეს გასაყიდად, შემდეგ მოახვედრეს საპრივატიზაციო ნუსხაში და ბოლოს გაყიდეს. ახლა მეპატრონე თუ მეპატრონეები რასაც უნდა იმას გააკეთებენ. ასე რომ დღეს ხაშურის ახალგაზრდობას არ აქვს ნორმალური პირობები,ადგილი, სადაც შეუძლიათ გაიკაჟონ ორგანიზმი.

  11. ეკლესიაზე აქცენტის გაკეთება არაა საჭირო, თუმცა შენობაში სადაც სპორტის და ცეკვის წრეებია, თანაც გვერდით დასასვენებელი სკვერია, ასეთი მომსახურების ადგილი არაა ნამდვილად..ყველას სასაცილო გახდება
    ხაშური და მე მგონი ისევ ამოვყოფთ ვანოს შოუში თავს…

  12. გიორგი ჩუბინიძე გიორგი, ეს ფაქტი სტატიაში მოცემული რაკურსით ეკლესიას ზიანს ვერ მიაყენებს. მანდ გაცილებით ღრმა პრობლემებია.

  13. ბოდიში, მაგრამ იმასთან, რომ ბაღში ბავშვები თამაშობენ და ახალგაზრდები მზესუმზირას აკნაწუნებენ, დამკრძალავი ბიურო საერთოდ არანაირ კავშირში არ არის. ცხოვრება ასეთია: მრავალფეროვანი. უკვდავების ასაკში ახალგაზრდებს არც მაცივრის დანახვა უნდა აწუხებდეთ და არც ჩასასვენებლის. რა ვიცი, ჩემს შემთხვევაში, ასე იყო 🙂 რა ვქნათ, კვდება ხალხი დედამიწაზე, მათ შორის ჩვენს ქალაქშიც და სადღაც დამკრძალავი ბიუროც უნდა იყოს. ასეთი დაწესებულება ზოგს სახლთან ახლოს აქვს, ზოგი საერთოდ სასაფლაოსთან ცხოვრობს, მაგრამ სიცოცხლით ტკბობაზე უარი ჯერ არავის უთქვამს. აქ სამსჯელო სხვა რამაა. თუ რამე არაკანონიერად გასხვისდა თავის დროზე, ანდა, თუ რამე კანონდარღვევა მოხდა და ა.შ. თორემ ის, რომ ახალგაზრდებს მზესუმზირის ჭამაში ხელი გვეშლება შემთხვევით მაცივარსა და სუდარას რომ ვხედავთო, არასერიოზულია 🙂

  14. Nana Kebadze says:

    ნინო მომეწონა შენი პოზიცია. ნერვებს მიშლის ამ ათეისტი ხალხის სისულელეები

  15. Nana Kebadze ნანა, მორწმუნეობაც და ათეიზმიც თითოეული ადამიანის უფლებაა და ჩემთვის თანაბრად პატივსაცემია, მაგრამ სიკვდილი და სიცოცხლე განუყრელი ცნებებია, ამიტომ არა მგონია, რომ ბავშვი თუ გარდაცვალებასთან დაკავშირებულ სიმბოლო-ატრიბუტიკას დაინახავს ამითი მისი უფლება ოდნავ მაინც იქნება შელახული. მითუმეტეს, სრულწლოვანებას მიღწეული ახალგაზრდა ადამიანი.

  16. Nana Kebadze ქალბატონო ნანა თუ სტატიის ავტორი იგულისხმეთ სიტყვა ,,ათეისტში" ძალიან ცდებით. 🙂

  17. სწორედ ამიტომ დაიწერა ეს სტატია, ცინიზმი და ქილიკი არ გვაკლია. ასეთი ,,მარგალიტებით" შორს ვერ წავალთ და ვერც ,,ვანოს შოუს" ავცდებით.

  18. ქალბატონო ნინო აქ საუბარი იმაზე კი არაა, თუ რატომ გაიხსნა დამკრძალავი ბიურო. ეს ხომ ჩვეულებრივი მოვლენაა და არც არაფერია გასაკვირი და გასაკიცხი. აქ ადგილმდებარეობა და სწორედ შენობის ძველი დანიშნულებაა ნაგულისხმევი. გასხვისების კანონიერების საკითხიც აუცილებლად უნდა გაირკვეს და ამაზე უნდა ეზრუნათ შესაბამის ორგანოებს. ჩვენ კი ჩვენის მხრივ შეძლებისდაგვარად დაგეხმარებოდით და დაგეხმარებით. ათეისტობის დაბრალებაღა მაკლდა. ვურჩევ ადამიანებს კარგად წაიკითხონ და გააანალიზონ საკიტხები, რადგან არსად არ მიხსენებია სტატიაში დამკრძალავი ბიუროს მფლობელი (ები), კომენტარებზე მე პასუხს ვერ ვაგებ. რატომ გწყინთ ადამიანებს მსგავსი ტიპის ჩანაწერების არსებობა ვერ ვხვდები, ასეთი რამ მხოლოდ ხაშურში ხდება და ძალიან გასაკვირია.
    ზოგს მიცვალებულიც სახლსი ყავს და დაუმარხავად უვლის, მაგრამ ეს ხომ ნორმა არაა? ეს ხომ ყველა თვალსაზრისით გაუმართლებელია? ამიტომ არსებობს დაუწერელი და დაწერილი კანონები, ზნეობის ნორმები, რომელიც ამის ამ ადგილას გამხსნელებს უნდა გაეთვალისწინებინათ. ამაზეა აქ საუბარი და აქ არც ვინმეს კრიტიკაა და არც ლანძღვა. მთავარია ვინ როგორ და რატომ მიიღებს.

  19. Nana Kebadze says:

    Nino Sukhiashvili ნინო გეთანხმები ყველაერში.

  20. Nana Kebadze ქალბატონ ნანა თქვენი ნებაა ვის რაში დაეთანხმებით. ჩვენთან დემოკრატიაა. 🙂 რაც შეეხება ცრუ ბრალდებებს ეს არც ეთიკურია და არც კანონიერი. ,,ათეისტი" არ ვარ, მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ, აი თქვენ კი ტოლერანტულობაში ცუდად გაქვთ საქმე.

  21. Nana Kebadze says:

    გიორგი ჩუბინიძე ვინმე სხვას რომ გაეხსნა ალბათ შეაქებდით, როგორ გაულამაზებია ეს ჩამოქცეული შენობაო. თუ ვცდები ძალიან კარგი, მაგრამ მაშინ იქნებ თქვენ დაფიქრებულიყავით კარგად.

  22. Nana Kebadze რას ნიშნავს შევაქებდი, თქვენი საუბარი ისე გამოდის, რომ მე საკუთარ რელიგიას ვებრძვი? უსაქციელობა და უზნეობა გინდ ჩემიანის იყოს, გინდ სხვისიანის არავისი მომწონს.

  23. გიორგი ჩუბინიძე გიორგი, ჩემი კომენტარი იმაზეა, რა შთაბეჭდილებაც მე დამრჩა სტატიიდან და არა კომენტარებიდან. ათეისტობას რაც შეეხება, მაგ ნაწილს ჩემს თავზე არ ვიღებ 🙂 დამკრძალავი ბიუროს გახსნა და მიცვალებულის დაუმარხავად დატოვება მე პირადად ძალიან განსხვავებულ კატეგორიებად მიმაჩნია. მე გავაკეთე კომენტარი აქ სადღაც და კიდევ გავიმეორებ: სამსჯელო არის შემდეგი: რამდენად კანონიერად გასხვისდა შენობა, რომელიც ახალგაზრდების გაჯანსაღებას ემსახურებოდა, ან უნდა მომსახურებოდა. რაც შეეხება ზნეობის დარღვევას, მანდ შეიძლება მაგაზე მსჯელობაც, მაგრამ გაცილებით ღრმად. მე გულწრფელად გისურვებთ წარმატებას 🙂

  24. Nana Kebadze says:

    გიორგი ჩუბინიძე უსაქციელობას და უზნეობას აქ ვერ ვხედავ. რაც შეეხება ბრალდებას მე ბრალი არავისთვის დამიდია, სტატიიდან რა შთაბეჭდილებაც დამრჩა(და კომენრტარებიდანაც) იმაზე გამოვთქვი აზრი. ისე ნათლობით ყველა მართლმადიდებელი ვართ.

  25. auu shen shemogevle erti 150 kiloiani cinkis kubo chaabi bicebsebi unda gavaxuroo :D:D:D:D
    ******
    an uketesi eg macivari chamirte chemi dzma cotaxnit ludi unda shevacivo :D:D:D:P

    xoda xumrobis gareshe mainteresebs vis sakutrebaa es axali damkrdzalavi restorani aseti mokrdzalebuli meniuti rom warsdga xashuris winashee?

  26. ხაშურელებო, ასე მოკლე მეხსიერება არა მგონია გვქონდეს, რომ ყველას დაგვავიწყდა, როგორ გასხვისდა კულტურულ-სპორტული კომპლექსის შენობა როინ მახარობლიძის გამგებლობის დროს, ნაციონალების ზეობის პერიოდში და ნაციონალებისვე მეხოტბის, კახა გოცირიძის საკუთრებად იქცა. მაშინ რატომღაც ხმა კაციშვილს არ ამოუღია. ახლა მფლობელებს დოკუმენტებიც წესრიგში აქვთ, თუ ვინმეს გაინტერესებთ ეს საქმე, და ყველაფერიც მოგვრებულ-მოკვარახჭინებული. ახლა კაცი თავის კერძო საკუთრებას უნდა მღვდელს მიაქირავებს და უნდა მღვდლის ცოლს. ეს უკვე მისი პირადი საქმეა. ახლა იგივე ნაციონალები მღვდლებს ვეღარ იტანენ, არჩევნებზე დამარცხებას მაგათ აბრალებენ და ზაზა მეხრიშვილის გამოყენებით უპირისპირდებიან. მეხრიშვილი კიდევ ვითომ პატრიოტი და ქალაქზე მზრუნველი კაცი იყოს, ანდა, არ იცოდეს, პრობლემა საიდან მოდის, გამოდის და ათას სისულელეს მიედ-მოედება. ამ საცოდავ ბავშვზე, ჩუბინიძეზე, აღარაფერს ვიტყვი, თვითონვე ამბობს არ ვარ ჟურნალისტიო და ყველა ისე იყენებს თავისი მიზნებისთვის, ვისაც როგორ გაეხარდება.

  27. Nana Kebadze ბევრი ნათლობითაა მართლმადიდებელი, ბევრს მოძღვარი ჰყავს და ფარისევლობს. სამწუხაროა მაგრამ ასეც ხდება.

  28. Soso Khorty says:

    Yvelas tavisi sacodavi cxovreba ratom moyavs magalitad. Tu vinmes magaliti gindat -aris- ilia,galaktioni,javaxiahvili,rustaveli, gogebashvili, cereteli, da is rom skolasa tu sport darbazshi gvamebi da cinkebi ar iyos amas codna ar unda

  29. Zviad Gurieli Goguadze says:

    1. სამსჯელო თემა თუ ის არის, რომ სასულიერო პირებს რაიმე სახის შეხება არ უნდა ჰქონდეთ მსგავს საქმიანობასთან გაცვდა უკვე ეს თემა გაცვდაა და ყველა ხვდება, რომ შენი წელიწადში შეწირული 3 ლარით და 20 თეთრით თავს ვერავინ ირჩენს. თუ რომელიმე სასულიერო პირს დიდი შემოსავალი აქვს ( ღიმილის გარეშე ვერ ვწერ "დიდს" ) ჯერ ის ვიკითხოთ რას მოახმარენ შემოსავალს და გაკეთებული მადლის ლუსტრაციას თუ ვინმე ითხოვთ ცოტა მეტი წავიკითხოთ სახარება და თუ ესეც არ გნებავთ მაშინ "დუმილი ოქრო რჩეული" აჯობებს ვიდრე განკითხვის ჭაობში შეტოპავდეთ …. (არ შემეძლო სასულიერო პირებზე დაკვირვებისთვის ლუპით მომარჯვებული საზოგადოების მიმართ პოზიცია არ დამეფიქსირებინა) "ეტა რას"
    2. საზოგადოებრივმა განვითარებამ და დაგროვებულმა გამოცდილებამ სამართლებრივად ძალიან სერიოზული მონაპოვარი მოგვცა – საკუთრების თავისუფალი განკარგვის სახით, შესაბამისად თუ აქცენტს ვინმე აკეთებს ამ შენობის კანონსაწინააღმდეგო გასხვისებაზე ამოიღეთ ბატონო ხმა თუ ასე გაწუხებთ, მაგრამ არა! ლამაზი სიტყვებით ეჭვნარევი შეფასება საინტერესოდ წარმოგვაჩენს ხოლმე, მაგრამ ამაოდმეტყველებით ……
    მ ა გ რ ა მ
    მე ვფიქრობ, რომ ყველას გვაქვს გამოხატვის თავისუფლება და ჩვენვე ვწყვეტთ კონკრეტულ საკითხზე რა ვთქვათ და რა არა. შესაბამისად მეც ვამბობ, რომ ადგილი ნამდვილად არ არის რაციონალურად შერჩეული თუნდაც იმიტომ რომ დასასვენებელი პარკის მიმდებარე ტერიტორიაა.

  30. Tako Zeqalashvili says:

    გიორგი ჩუბინიძე adgilmdebareoba mtlad sasurveli ar aqvs, magram arc dzalian sapanikoa :)) mplobelebis vinaobashi kidev ra problemas xedav? is sasuliero pirebic chveulebrivi adamianebi arian, matac hyavt ojaxi, romelic unda sheinaxon da shenc kargad ici eklesiis shemowirulobit magas ver moaxerxeben :))

  31. Tako Zeqalashvili ოჯახის შენახვაზე არაა საუბარი, აქ ადგილმდებარეობაზეა საუბარი და სასულიერო პირს რომ მეტად მართებს დაფიქრდეს სად გახსნას მსგავსი რამ ეს ახალი არ უნდა იყოს.

  32. ბატონო ზვიად, სასულიერო პირებთან არავითარი შეხება არ მქონდა ამ თემაზე რომ ვმუშაობდი. არც რაიმეში ვდებ ვინმეს ბრალს, ვისი საკუთრებაც არ უნდა იყოს არ მომწონს და კიდე ბევრს არ მოსწონს რომ აქ გაიხსნა ეს ბიურო, თორემ სხვაგან, უფრო შესაფერის ადგილას გახსნაზე პირადად მე, როგორც ამ სტატიის ავტორს არავითარი პრეტენზია არ მაქვს. ადგილია ყოვლად მიუღებელი და შეუფერებელი ამისთვის. სულ ესაა.

  33. Zviad Gurieli Goguadze says:

    გიორგი ჩუბინიძე გიორგი მე არ მითქვამს რომ ვინმეს ბრალს დებთ და არც პერსონიფიცირება მომიხდენია თქვენი… კომენტარებს გამოვეხმაურე 🙂