ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ძველი საბრძოლო იარაღების გამოფენა გაიხსნა

2016 წლის 22 მარტს, ხაშურის მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ძველი საბრძოლო იარაღების გამოფენა გაიხსნა, რომელიც ადრეული ბრინჯაოს ხანიდან ფეოდალური ხანის ჩათვლით ექსპონატებს მოიცავს. ექსპონატები ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმშია დაცული. გამოფენას უძღვებოდნენ ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი თამაზ ლაცაბიძე და არქეოლოგიური კოლექციების მცველი, ისტორიკოსი, პედაგოგი ჯონდო ქიტიაშვილი.
გამოფენა მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.

1491322_664619310347180_2460819169004796969_o 1501062_664619983680446_3566753314143103686_o 12440729_664619720347139_2870623263087814570_o 12672116_664620010347110_6320199690160160657_o 12795099_664619837013794_2474018187393084625_o

კომენტარები