ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის კედელი მალე შეკეთდება

სულ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დანგრეული კედლის ამსახველი ფოტოები, რომელზეც შემდეგი სახის განცხადება იყო:

,,ხაშურის მუნიციპალიტეტის ნამდვილი კულტურის ცენტრი, საქართველოში ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და მდიდარი მუზეუმი ინგრევა?!
ჩვენი მუნიციპალიტეტის გვერდებზე შესვლისას სახე გაგიბრწყინდება, თითქოს ყველაფერი უბადლოდ იყოს.
ჩვენი ქალაქის ცენტრში კი ინგრევა მუზეუმის ცენტრალური შენობა, ბიბლიოთეკის ცენტრალური შენობა, ინგრევა ძველი კინოს შენობა და ახლანდელი ,,ვისოლი ჯგუფის” კუთვნილი შენობა. ჩვენი ცენტრალური მოედანი, რომელიც წმიდა დიმიტრი ყიფიანის სახელს ატარებს საშინელ მდგომარეობაშია.
როდის ეშველება ჩვენს ქალაქში კულტურას?”

როგორც ჩანს ეს პოსტი დაგვიანებული აღმოჩნდა, ვინაიდან 2015 წლის ბიუჯეტში კედლის შეკეთების სამუშაოები დაფინანსებულია და აღნიშნულ პოსტს ხაშურის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ბატონი კონსტანტინე ფრუიძე გამოეხმაურა.

კონსტანტინე ფრუიძე: ,,ცნობისთვის მუზეუმის შენობა იყო ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე რის გამოც ვერ ხერხდებოდა შენობის შეკეთება, ამჟამად გადმოეცა მუნიციპალიტეტს და შესაბამისი რეაგირებაც გაკეთდება და კედელიც შეკეთდება, ნუ ინერვიულებთ მაგ თემაზე….ისე ადრეც რო გეფიქრათ ამ თემებზე უკეთესი იქნებოდა.

მოგეკითხათ რა ხდებოდა, ახლა უკვე მოკითხულია და ტყვილა ვიღაცეები ნუ დაიბრალებთ რო ჩვენი აქტიურობის შედეგად მუნიციპალიტეტი იძულებული გავხადეთ რო გაეკეთებინათო…

დიდი ხანია ბევრი რამეა ხაშურში გასაკეთებელი.აქამდე ვერ ხედავდით?დაწყნარდი,მიხედავენ უშენოდ.ეს “გულშემატკივრობა” ადრეც გამოგეჩინა”. მიმართავს კონსტანტინე ფრუიძე ხაშურის გვერდის ადმინისტრაციას.

პოსტს გამოეხმაურა ხაშურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ქალბატონი ნინო სუხიაშვილიც.

ნინო სუხიაშვილი: ,,იდი ბოდიში, მაგრამ მუნიციპალიტეტის გვერდზე რომელი ინფორმაციაა მცდარი? ვინც წერს, რომ ” ჩვენი მუნიციპალიტეტის გვერდებზე შესვლისას სახე გაგიბრწყინდება, თითქოს ყველაფერი უბადლოდ იყოს”, ის ნერგავს სწორედ ხიდჩატეხილობას. ისე, კრიტიკაზე ასე მწვავედ ნუ რეაგირებთ გამოხატვის თავისუფლება მარტო თქვენი გვერდის ადმინისტრაციის უფლება არ არის, ჩვენ თმენის ვალდებულება გვაქვს, თორემ გამოხატვის თავისუფლება ყველას ერთნაირად გვეხება”.

აღნიშნული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: იხილეთ პოსტი

კომენტარები