ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო საკუთარი მიღწევების შესახებ განცხადებას აქვეყნებს

სოციალურ ქსელში, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალურ გვერდზე 20 მარტს განცხადება გამოქვეყნდა, რომლის სრულ ვერსიასაც ,,ხაშური ნიუსი” გთავაზობთ.

,,მოკლედ ჩვენი მიღწევების შესახებ

დადებითად გადაიჭრა დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის პროექტირების საკითხი.
საქალაქო კულტურის სახლში მოეწყო თოჯინების თეატრის თანამედროვე დარბაზი;
გაკეთდა ხაშურში გორგასალის, სურამში კოსტავას ქუჩების სრული რეაბილიტაცია (ბოლო 25 წლის მანძილზე არ განხორციელებულა);
800 ლარით დაფინანსდა 114 ხელმოკლე სტუდენტი 2014 წელს, 34 სტუდენტი – 2015 წელს.
სოფელ ქვიშხეთში მდინარე შოლას კალაპოტისა და გაბიონის კედლის ნაპირსამაგრი სამუშაოებისათვის გამოიყო 200 ათას ლარზე მეტი. მსგავსი მასშტაბის სამუშაოები ბოლო 30 წლის მანძილზე არ განხორციელებულა;
ჩატარდა გომის, ალის ნაწილობრივი, ოსიაურის, ცხრამუხის საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია;
აშენდა და გარემონტდა საბავშვო ბაღი ვაყაში;
მოეწყო სურამულას დასუფთავების მასშტაბური აქცია ააიპ „ ხაშურსერვისის“ მიერ;
სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების პროგრამით 2014 წელს ისარგებლა 155-მა ბენეფიციარმა და დაიხარჯა 61742 ლარი; ხოლო 2015 წელს უკვე ისარგებლა27-მა ბენეფიციარმა და დაიხარჯა 9614 ლარი;
უფასო სასადილო 185 ბენეფიციარისთვის – ბიუჯეტიდან ფინანსდება 80 000 ლარით;
მრავალშვილიანი დედების დახმარების სოციალური პროგრამით 215-მა მრავალშვილიანმა (4 და მეტი შვილი) დედამ მიიღო ფულადი დახმარება თითოეულ არასრულწლოვან შვილზე 100 ლარის ოდენობით. ბიუჯეტიდან გამოყოფილია 75000 ლარი;
სოციალურად დაუცველ (20000ქულამდე) ოჯახებს (112 ოჯახი) ზამთრისთვის მიეწოდა საშეშე მერქანი;
აშენდა ამბულატორიები სოფლებში: ტკოცასა და ბეკამში;
განახლდა ხაშურის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი 3 ერთეული ახალი მანქანით;
465-მა იძულებით გადაადგილებულმა და 178-მა უკიდურესად გაჭირვებულმა ოჯახმა, რომელთა სარეიტინგო ქულა 20 000-ს არ აღემატება მუნიციპალიტეტის გამგეობისგან საშობაო საჩუქარი მიიღო.
20 წლიანი უშუქობის შემდეგ განათდა სოფლები: ღართა, ხალები, ღვრიაწყალი;
მოეწყო თანამედროვე სტანდარტების ნაგავსაყრელი;
გამოიცა ლიტერატურული ჟურნალი
„ლიტერატურული ხაშური“;
დაწესდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის პრემია”.

კომენტარები

Comments

  1. სოფელ ალი, სადაც 500-მდე კომლია სასმელი წყალის პრობლემაა წლების მანძილზე , როდის აღმოიფხვრება ეს მეტად პრობლემატური საკითხი?

  2. xashuris sakrebulos tavmjdomares kidev bevri kargi saknis gaketeba surs. minda gacnobot rom miiges tbilisis teknikur universitetshi gadackvetileba da daamtkices sabshoze rom xashurshi ketdeba uaxoe momavalshi piliali saxelmcipo universitetis. xashurel studentebs edzlevat shamsi rom dazogon ojaxis biujeti da iscavlon saxelmcipo teknikur universitetis pilialshi. lekciebs caikitxaven tbilisis teknikuri universitetis propesor mascavleblebi. da kidev amav droulad ixsneba sdaxelmcipo propesiuli sascavlebeli. xashuris axalgazrdebi adgilze daeuplebin propesiebs da amas daapinansebs saxelmcipo. am kvelapers ki organizacias uketebs da axorcielebs sakrebulos tavmjdomare propesori vaja shubitidze. minda gtxovot rom mxari davushirot sakrebulos tavmjdomares da gverdit davudget mas. rametu ukanaskneli clebis ganmavlobashi msgavsi precendenti xashurshi ar kopila. igi aris sulit da xorcit xashureli da dzlier tkiva xashuris problemebi. kvelad did madlobas gixdit vinc caikitxavt da gverdit daudgebit ketil sakmeshi mas. rametu xashurs dzlier shirdeba axali sisxli da shkviani adamianebi

  3. ეს მიღწევები არაა ეს მიმდინარე საკითხებია და თანაც ძალიან მცირედ დამაკაყოფილებელი

  4. ამირან, ძალიან დიდ პატივს გცემ შენც იცი, მაგრამ, ბოლო 30 წლის განმავლობაში რომ სამუშაო არ ჩატარებულა და ახლა ტარდება, როგორ არის მიმდინარე საკითხი, ამიხსენი, გთხოვ და აღარ შეგეკამათები.

  5. ჩამოთვლილი გახლავთ ხაშურის მუნიციპალიტეტის საქმიანობის ამსახველი მასალები. მოგეხსენებათ, საკრებულო არ არის აღმასრულებელი ორგანო და შეუძლებელია მან განახორციელოს გნებავთ რომელიმე სოციალური პროგრამა და გნებავთ ინფრასტრუქტურული პროექტი. აღნიშნულ საქმიანობას ახორციელებს აღმასრულებელი ორგანო – გამგეობა, ცხადია, საკრებულოს მხარდაჭერით. მუნიციპალიტეტი ერთიანი სტრუქტურაა და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ნაწილის ერთობლივი საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია.

  6. სოფელ ნაბახტევში შესასვლელი ხიდი გასაკეთებელია,ცუდ მდგომარეობაშია ძალიან,იქნებ მიხედოთ და გაუკეთოთ.