ხაშურის მუზეუმში დიმიტრი ყიფიანისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

2017 წლის 14 ნოემბერს, ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გაიხსნა დიმიტრი ყიფიანის გარდაცვალებიდან 130 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა.
გამოფენის ორგანიზატორების თქმით მუზეუმში დაგეგმილია თემატური საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებშიც საჯარო სკოლის მოსწავლეები და დაინტერესებული პირები მიიღებენ მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე დიმიტრი ყიფიანი ცხოვრების გარკვეულ პერიოდში ცხოვრობდა მის მამულში, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში, სადაც ამჟამად მისი სახლ-მუზეუმი მდებარეობს.

კომენტარები