ხაშურის მე-6 საჯარო სკოლაში კინო-კლუბის პირველი ჩვენება გაიმართა

   გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ხაშურის #6-ე საჯარო სკოლაში კინო-კლუბი ჩამოყალიბდა. პროექტი, რომელიც დაიგეგმა და შეიქმნა GLOW’ს ერთკვირიანი არაფორმალური სწავლების პერიოდში, წყნეთში, ბაქსვუდის სკოლაში. ხაშურში, პროექტის ავტორია ამავე სკოლის მოსწავლე თაკო ზექალაშვილი.

კინო–კლუბის მიზანია მოსწავლეები თავისუფალ დროს გასართობ–შემეცნებითი აქტივობებით დაკავდნენ. წლის ბოლომდე ყოველკვირეულად მოეწყობა კინო–ჩვენებებეი ახალგაზრდებისთვის აქტუალურ საკითხებზე. პროექტის ფარგლებში მოწვეული იქნებიან ექსპერტები. აუდიტორიას ექნება საშუალება კინოჩვენების შემდეგ მოისმინოს მოწვეული ექსპერტის მიერ მომზადებული პრეზენტაცია და შემდგომ გამართონ დისკუსია შესაბამის თემაზე.

11004303_800944850000298_1055998686_n2015 წლის 13 თებერვალს გაიხსნა კინო–კლუბი და გაიმართა პირველი ჩვენება. ნაჩვენები იქნა რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმი ,,დინოლა” სადაც აღწერილია სვანური წესების გამო ძალადობის მსხვერპლი ქალის ცხოვრება, რომელსაც გარდაეცვალა ქმარი, დარჩა პატარა გოგონა და მას იძულებით ათხოვებენ სხვა მამაკაცზე.

პროექტის პირველ კინო–ჩვენებაზე ექსპერტის რანგში მოწვეული იყო იურისტი, სამართლის მაგისტრი ზვიად გოგუაძე, რომელმაც წარმოადგინა პრეზენტაცია ქალთა ძალადობაზე. მან პრეზენტაციის შემდგომ უპასუხა აუდიტორიის მიერ დასმულ შეკითხვებს და გამართა დისკუსია ფილმთან დაკავშირებით.

თაკო ზექალაშვილი

კომენტარები

Comments

  1. წარმატებებს გისურვებთ.

  2. ნათია მას <3

  3. warmatebebi .. <3 ^_^

  4. Tea Mosidze says:

    carmatebebiii da bevri siaxleeeebi es skola chemia mshobliuriiiii

  5. tako ki chemi dishvilia warmatebebi deidas cxovrebas….. <3

  6. მაგარი იყო სიამოვნები დაველოდები მომავალ პარასკევს,მიხარია ასეი სკოლა რომ გყვავს და ასეტ პერსპექტივებს რომ გვთავაზობს!!

  7. xatuna deida <3 gmadlobt <3

  8. Deiida <3 madlob da miyvarxar <3

  9. gelodebi momaval paraskevs auditoriashi <3

  10. Tako Zeqalashvili

  11. Tako Zeqalashvili