ხაშურის მე-2 საჯარო სკოლის 135-წლიანი ისტორია

 საამაყოა, რომ  ხაშურის  დავით  კაკიაშვილის  სახელობის  მე-2 საჯარო სკოლას   დიდი და  სახელოვანი  ისტორია  აქვს.  ეროვნულ  ნიადაგზე  დაფუძნებული  ცოდნის  შეძენაზე  ზრუნვა  სკოლაში  ჯერ  კიდევ  135  წლის  წინ  დაიწყეს.

       1881 წლის  4  ოქტომბერს  სკოლის  გახსნა  საზეიმო  ვითარებაში  მოხდა. გაზეთ  ,,დროების“ 1881 წლის  11  ოქტომბრის ფურცლებზე  საკმაოდ  ვრცლად  აისახა  სკოლის  გახსნასთან  დაკავშირებული  მოვლენები. გაზეთის  ფურცლებმა  შემოინახა  იმ  ადამიანების  სახელები, რომელთა  დიდი  ძალისხმევით  მოხერხდა  სკოლის  გახსნა. ესენი  არიან  თბილისის  გუბერნიის  სასწავლო  ოლქის  სკოლების  დირექციის  ინსპექტორი  ხითაროვი,სკოლის  დირექტორი  ალექსანდრე  ნათაძე, ადგილობრივი  მღვდელი  მათე  სუხიევი, თავადი  დიმიტრი  აბაშიძე  და  მამასახლისი  იოსებ  ნადირაშვილი.

   1938 წლიდან  სკოლა    საშუალო  სკოლად  გადაკეთდა. 1943 წლიდან  სკოლას  ხელმძღვანელობდა  ომიდან  ახალი  დაბრუნებული  პედაგოგი  დავით  კაკიაშვილი, რომელიც  37  წლის  მანძილზე  სკოლის  მოსწავლეებს  აზიარებდა  ქართულ  ენას  და  ლიტერატურას. დღეს,  სწორედ  მის  სახელს  ატარებს  სკოლა.

      2008  წელს  დაიწერა  განათლებისა  და  მეცნიერების  სამინისტროს  მიერ  გამოცხადებული  საკონკურსო  პროექტი – ,,სახელობო  განათლებასთან  ზოგადი  განათლების  ინტეგრირება“. სკოლამ  მოიგო  გრანტი  და  ჩაება  ქვეყნის  40  სკლათა  შორის  აპრობაციაში. მოეწყო   სკოლის  სახელოსნო  შრომის  იარაღებით  და  დაზგა-დანადგარებით. მოსწავლეები  ეუფლებიან  სხვადასხვა  პროფესიებს, კერძოდ: სადურგლო  საქმეს, სტილისტობას, დიზაინს,ჭრა-კერვას,თექას და გობელინს.

       2009  წლის  აგვისტოში  დაიწყო  პროექტის- ინკლუზიური  განათლების განვითარება  10  რეგიონის  საჯარო  სკოლაში.პროექტის  პარტნიორი  ორგანიზაცეებია: ნორვეგიის  განვითარების  და  კვლევის  სამინისტრო, ეროვნული  სასწავლო  გეგმის  შეფასების  ცენტრი  და  ორგანიზაცია  ,,გადავარჩინოთ  ბავშვები“.  პროექტის  მოსამზადებელ  ეტაპზე  შეირჩა 10 სამიზნე  მუნიციპალიტეტი, მათ  შორის  შიდა  ქართლში  ხაშურის  მუნიციპალიტეტი  და  სამიზნე  სკოლად  მე-2 საჯარო  სკოლა  გამოცხადდა.უკვე  მე-4  წელია  წარმატებით  მიმდინარეობს  ,,ინკლუზიური“ განათლება  სკოლაში.

   დღეისათვის  სკოლას  ყავს 500-მდე  მოსწავლე  და  50-მდე მასწავლებელი.

კომენტარები