ხაშურის ბიბლიოთეკა შშმ პირთათვის მიუწვდომელია

ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკა 1937 წლიდან არსებობს და დაარსებიდან დღემდე მრავალჯერ იცვალა  იურიდიული ფორმა და სახელწოდება. დღეს ის წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს სახელწოდებით ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკა“.

მთავარი ბიბლიოთეკა კოორდინაციას უწევს მასში შემავალ საბავშვო და სურამის განყოფილებებს.

რაც შეეხება წიგნად ფონდს, ცენტრალურ ბიბლიოთეკაში დაცულია 50 000-მდე, საბავშვო ბიბლიოთეკაში 20 000-მდე, ხოლო სურამში დაახლოებით 25 000 წიგნი.

ხაშურელებმა ნამდვილად უნდა ვიამაყოთ იმ ფაქტით, რომ ჩვენს ბიბლიოთეკას სერიოზული კავშირი აქვს ამერიკის საელჩოსთან და უკვე 10 წელია რაც ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობაში ფუნქციონირებს ამერიკის კუთხე.  ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომია ამერიკელი მწერლების შესანიშნავი ნაწარმოებები, ლექსიკონები, ენციკლოპედიები, ჟურნალ-გაზეთები, ფოტო და აუდიო მასალები, ფილმები. ასევე, ახალგაზრდებს საშუალება აქვთ ისარგებლონ უახლესი ტექნიკით და მიიღონ მონაწილეობა ამერიკის კუთხის მიერ განხორციელებულ ბევრ საინტერესო პროექტში. ამერიკის კუთხეში ცალკე გამოყოფილია საბავშვო ლიტერატურა სკოლამდელი ბავშვებისთვის, რაც კიდევ უფრო სასიამოვნო და კომფორტულ გარემოს ქმნის ყველა თაობის მკითხველისათვის და იგი ახალგაზრდებისათვის სასიამოვნო თავშეყრის ადგილს წარმოადგენს.

ბიბლიოთეკას ურთიერთობა აქვს საქართველოში საფრანგეთის კულტურის ცენტრთან, რომელიც ბიბლიოთეკას ამარაგებს ფრანგულენოვანი და ფრანგი მწერლების მიერ ქართულად ნათარგმნი ლიტერატურით.

ბიბლიოთეკა თანამშრომლობს გოეთეს ინსტიტუტთან, რომელიც უამრავ გერმანულ სასწავლო და მხატვრულ ლიტერატურას აწვდის  ბიბლიოთეკას.

ცენტრალური ბიბლიოთეკა დიდი ხანია თანამშრომლობს ლიტვის საელჩოსთან საქართველოში. მათი მხარჭერით ბიბლიოთეკაში ფუნქციონირებს ლიტვის ცენტრი, კეთილმოეწყო ბიბლიოთეკის წინა ეზო, ასევე შენობას დაემატა ღია სივრცე, რაც დამატებით კომფორტს უქმნის ბიბლიოთეკის მკითხველს, რადგან აქ შესაძლებელია უკაბელო ინტერნეტით სარგებლობა. უნდა აღინიშნოს, რომ ლიტვის საელჩოს მხარდაჭერით ასევე არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდა ხაშურის მუნიციპალიტეტში.

2003 წლიდან ფუნქციონირებს, საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო IREX აშშ საელჩო საქართველოში. IREX- ცენტრში ხაშურის  მოსახლეობას საშუალება აქვთ უფასოდ ისარგებლონ ინტერნეტით. ცენტრი,  ხაშურელებს 2003 წლიდან საშუალებას აძლევს უფასოდ შეისწავლონ კომპიუტერული პროგრამები.

ხაშურის ცენტრალური  ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში უკვე წლებია არის ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი  წიგნები  და დისკები, რომელზეც დატანილია უამრავი წიგნის აუდიო ვერსია უსინათლოთათვის.

ბიბლიოთეკას ასევე აქვს ელექტრონული კატალოგი, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტით დაადგინოს არის თუ არა მისთვის სასურველი წიგნი ბიბლიოთეკაში.

მიუხედავ იმისა, რომ რამდენიმე წლის წინ ბიბლიოთეკაში სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, წიგნადი ფონდების საცავებში ძალიან ცუდი მდგომარეობაა, იქ მუდმივად სინესტე, სიცივე და უჰაერობაა, რაც წიგნებზე ცუდად მოქმედებს. სამწუხაროდ მთლიანად შენობაც საკმაოდ ძველია და ავარიულ მდგომარეობაშია.

მე, როგორც ხაშურელს, ნამდვილად მეამაყება ჩემი ბიბლიოთეკის, მიყვარს და პატივს ვცემ იქ მომუშავე თითოეულ ადამიანს, რომლებიც საკუთარი საქმის ნამდვილი პროფესიონალები არიან, თუმცა, მიუხდავდ მათი პროფესიონალიზმისა და დაუღალავი შრომისა საკმაოდ დაბალი ხელფასები(ანაზაურება) აქვთ. ისინი ყვლაფერს აკეთებენ ბიბლიოთეკაში  სასიამოვნო გარემოს შესაქმნელად, რომ უფრო ხშირად მივიდეთ მათთან, წიგნებთან და ჩვენც უფრო მეტად შეგვიყვარდეს ბიბლიოთეკა. ჩემიო, იმიტომ ვამბობ რომ ის ჩემი ცხოვრების ოცწლიანი ისტორიის ოცივე წლის განუყოფელი ნაწილია. იქ არ დავბადებულვარ, თორემ გაზრდით იქ გავიზარდე, ამიტომ განსაკუთრებით მიყვარს იქ მისვლაც და ყოფნაც.

ზეპირად ვიცი გრძელი დერეფნის ბოლოს, მეორე სართულზე ასავლელი ხის კიბის ოცდაერთივე  საფეხური.  ეს კიბეც მიყვარს, მაგრამ, გულისტკივილით მინდა აღვნიშნო, რომ არც უსაფრთხოა და არც კომფორტული. საკმაოდ მაღალი საფეხურები ხელს უშლის მკითხველს პირველი სართულიდან მეორე სართულზე ასვლაში.  ბიბიოთეკის თანამშრომლების, ასევე ჩემი, დიდი სურვილია რომ შენობაში იყოს ადაპტირებული კიბე, რომ  შეზღუდული შესაძლებლობების პირებმაც სხვათა დაუხმარებლად შეძლონ გადაადგილება და ბიბლიოთეკით სარგებლობა.

ხაშურის ცენტრალური ბიბლიოთეკა ნამდვილად ის ადგილია, იქ მისულს რომ წამოსვლის სურვილი აღარ გიჩნდება. ვისურვებდი უფრო მეტი ადამიანი დაინტერესებულიყო მისით და ეზრუნა მასზე.

ჩვენს ბიბლიოთეკას ბევრ საინტერესო წიგნს და მკითხველს ვუსურვებ.

ნინო შუბითიძე

 

კომენტარები

Comments

  1. Maka Lejava says:

    გვეშველება რამე?

  2. ეჰ, ეშველება ალბათ ბიბლიოთეკებსაც და საქმისათვის თავდადებულ მუშაკებსაც, რომლებმაც
    გამყინვარებაში შევინარჩუნეთ ბიბლიოთეკის როგორც წიგნები ასევე სხვა ქონება.

  3. ეჰ, ნინო შენი თაობისთვის თუ მოწესრიგდა ეს პრობლემა,მადლობელი ვიქნებით.

  4. yvelas mogesaulet
    lmebit
    mixaria rom vigaceebs mainc stkivat chveni biblioteka
    moxaruli viqnebi tu am bibliotekas rogorme davexmarebit.mec erti xashureli studenti var da tu ertad mainc vushvelit rames ertad movifiqrot da tqvens gverdit mig

  5. სტატიის ავტორი არის სუბიექტური რამდენიმე გარემოების გამო: 1. ბიბლიოთეკაში არ არის ისე მძიმე მდგომარეობა, როგორც ამ ფოტოზეა გამოსახული და მას მხოლოდ ერთი ფოტოთი უნდა ყალბი შთაბეჭდილება შექმნას ბიბლიოთეკის მდგომარეობის შესახებ. 2. ერთი სიტყვითაც არ ახსენებს არაფერს იმის თაობაზე, რომ ბიბლიოთეკაში რეალურად არ არის საჭირო ამდენი თანამშრომელი და დაზოგილი ფულით მართლა შესაძლებელია რაღაცეების შეცვლა. პირადი ინტერესი არ აძლევს საშუალებას, რომ ეს გამოხატოს. ხელისუფლებას ვურჩევდი, რომ მიმართოს მკაცრ მენეჯმენტს, გადაიხედოს რამდენად ადეკვატურად არის საშტატო ნუსხა შედგენილი ბიბლიოთეკაშიც და არამხოლოდ იქ, მერე ახალი რეალობიდან ვიმსჯელოთ, რა არის შესაცვლელი და როგორ უკეთესი იქნება შეცვლა. ეს ვიღაცამ უნდა თქვას!

  6. Mako Kapianidze says:

    გულწრფელად გჯერათ, რომ კაპიკებზე მომუშავე ბიბლიოთეკარების შემცირებით ბიბლიოთეკის გარემოს გაუმჯობესება შესაძლებელი იქნება? უგულო კაპიტალისტის ენით ლაპარაკობთ, რომლისთვისაც ყველაფერი ადამიანური უცხოა.
    ავტორი ბიბლიოთეკის დადებით მხარეებზეც ამახვილებს ყურადღებას, სხვათა შორის. მხოლოდ ფოტოთი ნუ იმსჯელებთ, ტექსტიც წაიკითხეთ.

  7. Mako Kapianidze დიდ მადლობას მოგახსენებთ სტატიის სწორად გაგებისთვის!

  8. Rigiti Khashureli- მე ნამდვილად არ ვეხები ბიბლიოთეკის შიდა სამზარეულოს. ვთვლი რომ ჩემი საქმე არ არის შტატების შემცირება და დამატება. ასევე თანამშრომლების დანიშვნა- გათავისუფლბა. მე ვამაყობ ბიბლიოთეკით და მისი მიღწევებით. ამ სტატიას თუ ხელმეორედ და გულისყურით წაიკითხავთ მიხვდბით რომ აქ კარგის მეტი არაფერი დამიწერია ბილიოთეკის შესახებ. საერთოდ ვფიქრობ რომ ვიღაცის სახელის უკან ამოფარება არ არის სწორი საქციელი.

  9. მარი ძულიაშვილი says:

    ამ ბილიოთეკას ჩემი ბავშვობაც უკავშირდება და ერთ დროს მანდ არსებული დაცვის პოლიციის განყოფილებაც. ძალიან მიყვარდა მანდ მოსვლა დი თითოეული ადამიანი ვინც მანდ მუშაობდა და ვინც მუშაობს ეხლა (ძველი კადრები, ახლებს არ ვიცნობ). ვიმედოვნოთ, რომ ხაშურის გამგეობა სათანადოდ მიხედავს მაგ შენობას და ხალხიც ხალისით ივლის. თუმცა უნდა ითქვას, რომ თავის დროზე დიდი როლი ითამაშა ბიბლიოთეკის ყოფილმა დირექტორმა მისი განვითარებისთვის და მიხარია რომ რუსუდან ენჯიბაძის შრომა არ დაკარგულა. ვიმედოვნებ უფრო მეტი წინსვლა და წარმატებები ექნება ჩვენს ბიბლიოთეკას!

  10. Mako Kapianidze ქალბატონო მაკო, არ დაგიმალავთ, გულწრფელად მჯერა, რომ ადამიანი უსაქმურობაში ხელფასს არ უნდა იღებდეს. ხელფასი ვერ შეასრულებს და არ უნდა ასრულებდეს სოციალური დახმარების ფუნქციას. თქვენ გნებავთ უგულო კაპიტალისტი მიწოდეთ, ეგ თქვენი ნებაა. განვითარებული სოციალიზმის ქვეყნებშიც კი ადამიანები ხელფასს მუშაობაში იღებენ და უქმად ყოფნაში სოცდახმარება ეკუთვნით. (განსხვავებები რომ დიდია მათსა და ჩვენს მიერ მიღებულ თანხებში, ამაზე არ შევჩერდები). ეს კაპიკები, როგორც თქვენ მათ უწოდეთ, საბოლოო ჯამში არცთუ ცოტა თანხა გამოდის. საშუალოდ ბიბლიოთეკარის დარიცხული ხელფასი 200 ლარი ხომ მაინც გამოვა? თუ 10 თანამშრომელი ამ ხელფასს ისე იღებს, რომ დილიდან საღამომდე საქმეს არ აკეთებს, ეს ყოველთვე 2000 ლარია და წელიწადში 20 000-ზე მეტი ლარი ბიუჯეტის ფული წყალში გადაყრილი გამოდის. წლიური 20 000-ით ერთბაშად არა, მაგრამ ნელ-ნელა ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეიძლება.