ხაშურელი მოხალისეები სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად

 დღეს ხაშურელმა ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს მოხალისეობრივად მოეარათ ხაშურის ქუჩები და გარკვეული თანხა შეეგროვებინათ თბილისში, მდინარე ვერეს ადიდების შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად.

 ,,სიტყვები არ მყოფნის ამ ახალგაზრდების საქციელის აღსაწერად. მათ ერთი ვუთხარი მოდით “თბილისს თანადგომა ” გამოვუცხადოთ და ისინიც გვერდზე გამომყვნენ, 4 საათიანი ქალაქში სიარულის შედეგად  310 ლარი შევაგროვეთ. მეამაყებით!”- განაცხადა ხაშურის ახალგაზრდული თვითმმართველობის თავმჯდომარემ, თინათინ მახათაძემ.

 შეგახსენებთ, რომ მეუფე სვიმეონის ლოცვა კურთხევით ხაშურში მიმდინარეობს საქველმოქმედო აქცია თბილისში, მდინარე ვერეს უეცარი მოვარდნის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად.
გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ჩვენი წვლილი შევიტანოთ დაზარალებულთა დახმარებაში.
საყოფაცხოვრებო ნივთები, პირველადი მოხმარების პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, საოჯახო ნივთები, ტანისამოსი და ა.შ. ნებისმიერი რამ, რასაც დაზარალებული ოჯახები გამოიყენებენ შეგიძლიათ მოიტანოთ ხაშურში, წმიდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონში 14:00 საათიდან 16:00 საათამდე.

1513967_671024576366196_5069654834570610068_n 21015_671024893032831_6287817023483017280_n 11536057_671023399699647_3157654010409153637_n 11401017_671023269699660_2823855522883355445_n

თინათინ მახათაძის ფოტოები

კომენტარები