ხაშურელი მოსწავლეებისთვის ევროკავშირის მობილურმა საინფორმაციო ცენტრმა შეხვედრა გამართა

21 ოქტომბერს, ქ. ხაშურის გალაკტიონ ტაბიძის სახელობის მე-6 საჯარო სკოლაში გაიმართა ევროკავშირის მობილური საინფორმაციო ცენტრის შეხვედრა ხაშურელ მოსწავლეებთან. ღონისძიება ორგანიზებული იყო საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტ ,,საქართველოს მოხალისეს” მონაწილეთა, ხაშურის ახალგაზრდული თვითმმართველობისა და ხაშურის მე-6 საჯარო სკოლის მიერ. ევროკავშირის მობილურმა საინფორმაციო ცენტრმა მოსწავლეებს გააცნო ინფორმაცია საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის შესახებ. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს მიაწოდეს უახლესი ინფორმაცია საქართველოში ევროკავშირის საქმიანობის შესახებ და გადასცეს ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ გამოცემული წიგნი – „მოდი, გავიცნოთ ევროპა“.
სკოლაში ასევე მოეწყო კინოჩვენება. მოსწავლეებმა იხილეს თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმი „მოგზაურობა ევროპაში“.

კომენტარები