ხაშურელები ,,ილო ბეროშვილის შოუსგან” ბოდიშის მოხდას ითხოვენ

2016 წლის 28 თებერვალს ტელეკომპანია ,,იმედის” ეთერში ,,ილო ბეროშვილის შოუ”-ში წამყვანი ხაშურში ინოვაციების ცენტრის შექმნას გამოეხმაურა და ხაშური და ხაშურელები გააქილიკა. ხაშურის საზოგადოებამ ეს ყოველივე სოციალურ ქსელშიგააპროტესტა და გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ გადაცემაში, რომლიც ერთ-ერთი პროდიუსერიც ასევე წარმოშობით ხაშურელი ზვიად ბლიაძეა ხშირად შეხვდებით ხაშურსა და მის მოსახლეობაზე ცინიკურ და დამცინავ ფრაზებს, რასაც ხაშურის მოსახლეობა ცუდად იღებს და ამას შეურაცხყოფად მიიჩნევენ. ,,ხაშური ნიუსი” გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს იმ მრავალთაგან, რაც ამ გადაცემას მოჰყვა.

მ.მ. : ,,ჯამბაზების გასაგონად!!!

“ჯანსაღი პატრიოტიზმით, საერო მოძრაობაში თავისი წვლილითა და ინტელექტუალური ცხოვრებით ხაშურის ინტელიგენცია ქვეყნისათვის საიმედო და ჩემთვის, პირადად საყვარელ ადამიანთა კრებულია. შეიძლება ითქვას, რომ ხაშური მოაზროვნე ქალაქია ” – მურმან ლებანიძე”

დ.ღ. : ,,ჩემო ილარიონ! როცა ხაშურზე ლაპარაკობ, ცოტა მოტვინე რომ ხაშურში როცა გვყავდა და გვყავს დღესაც (დავიწყოთ პოეტებით), ეკა ბაქრაძე, მურად მთვარელიძე, გიორგი ლობჟანიძე და ა.შ. მუსიკოსები და კომპოზიტორები, მხატვრები, პროფესორები, ისტორიკოსები, კლასიკური მუსიკის შემსრულებლები, სიმებიანი კვარტეტი, ოპერის მომღერლები , ხალხური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები, სახალხო თეატრი. როკ ჯგუფები , ჯაზ კვარტეტი, და რავიცი რამდენი ჩამოგითვალო, გვქონდა ახალგაზრდული კლუბი მაღალი დონის და ასე შემდეგ, გვქონდა 90-იან წლებში სატელევიზიო იუმორისტული შოუ ,, ვიქენდ შოუ” რაც მთავარია მშვიდი კეთილი და მომთმენი, მშრომელი ხალხი, მაგ დროს თქვენი ზვიო სოფელ ოსიაურში ნახირში ძროხებს დადევდა და რითიც გაითქვა სახელი ისე ლაპარაკობდა სინამდვილეშიც, ასე რომ ხაშურის დასაცინი არაფერი გაქვთ და ყელში ნუ ამოუყვანთ ხაშურლებს, ჩვენ იუმორიც გვესმის და სატირაც, მაგრამ ეს დაცინვაა და არა იუმორი.”

გ.ჩ. : ,, ბოდიში მოიხადოს ტელეკომპანია იმედმა და კონკრეტულად ამ გადაცემის მთელმა შემოქმედებითმა ჯგუფმა. ბოდიში სრულიად ხაშურის მოსახლეობას იმ იდიოტიზმის გამო რასაც ტირაჟირებთ. თქვენი დასაცინი თქვენივე თავებია, ბატონ ზვიად ბლიაძეს მივმართავ, რა უფლებით აკეთებს ამას, რა უფლებით აქილიკებს საკუთარ მშობლიურ ხაშურს, მოვითხოვთ ბოდიშს და დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ სატელევიზიო შოუებში ხაშურის დაცინვა!!!! უნიჭობა და უგემოვნობაა ეს ყოველივე, ყოველგვარ ზღვარს სცილდება, ერთ ციდა ქვეყანაში საკუთარის დაცინვა რომელ წიგნში ამოიკითხეთ, რომელ ეროვნულობაზე და რომელი ქვეყნის სიყვარულზეა საუბარი ასე საჯიჯგნად და საქილიკოდ აქცევთ საკუთარ ქალაქებსა და სოფლებს, კუთხეებს! შორს ასეთი იდიოტიზმი სატელევიზიო სივრციდან!!!”

რ.ქ. : ,,სხვათაშორის ბატონო ილო ხაშურში ცხოვრობს ხალხი და თქვენი შეურაცხყოფის მისაყენებელი არაფერი ჭირთ მათ და თუ გგონიათ რომ მათზე განათლებულები ბძანდებით და მათზე ინოვაციურები რადგან სხვა რაიონში გაჩნდით ძალიან ცდებით, ვინც მსგავს შეურაცხმყოფელ მონოლოგებს წერთ,წესით უნდა მიხვდეთ ხუმრობის და შეურაცხყოფის ზღვარი სად გადის და მოიხადოთ ბოდიში!’

გ.ს. : ,,ხაშურზე ხუმრობა არც სასაცილოა და არც რეიტინგი არ მოაქვს, აი ეს არის ,,ინოვაცია”…

იხილეთ მონოლოგი 

 

კომენტარები