წმიდა პეტრე მოციქულის ლიტურღია

წერილები , ლიტურგიკის შესახებ

წერილი II

ავტორი – თბილისის სასულიერო სემინარიის III კურსის სტუდენტი – გურამ ლურსმანაშვილი

შესავალი 

ვაგრძელებთ , ლიტურგიკის შესახებ , წერილების გამოქვეყნებას, რომელთა მიზანია , არათუ სამეცნიერო ნაშრომების შექმნა , არამედ ძირითადი  ლიტურგიკული მსახურებებისა თუ  ელემენტების შესახებ მოკლე  და გასაგები ენით , ფართო საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებაა . პირველი  წერილი ეხებოდა , სასულიერო პირთა შესამოსელს ,ხოლო წინამდებარე კი იქნება , წმიდა პეტრეს ლიტურღიის შესახებ . სამწუხაროდ , დღევანდელი საქართველოს საღვთისმსახურო პრაქტიკაში სრულდება მხოლოდ , წმ.იოანე ოქროპირის , წმ.ბასილი დიდის და წმ.გრიგოლ დიალოღოსის მსახურებები , მათ გარდა კი არსებობს , იაკობ მოციქულის , წმიდა პეტრეს , გრიგოლ ღვთისმეტყველის და სხვათა ლიტურგიები , რომლებიც სრულდება ,რიგ მართლმადიდებლურ ქვეყნებში . გავიმეორებთ და ვიტყვით ,  ამ თემით  ჩვენი მიზანია ,მხოლოდ ის , რომ მრევლის ნაწილმა  გაიგოს , იმ ლიტურგიების არსებობის შესახებ (ამ შემთხვევაში წმიდა პეტრეს) , რომლებიც არ სრულდება საქართველოში , გადახედოს მის სტრუქტურას და ნახოს ის  საერთო თუ განსხვავებული ელემენტები ,რაც მათ გააჩნიათ . ხოლო თუკი გამოჩნდება ვინმე , ვინც იტვირთებს ხსენებული საკითხის მეცნიერულ შესწავლას (იქნება ეს კრიტიკული ტექსტის დადგენა თუ სხვა სახის სამუშაო) , მას რა თქმა უნდა არ გამოადგება წინამდებარე ნაშრომი , ამ საშური საქმის აღსასრულებლად და ვთავაზობთ ამაგდარი მკვლევრის – კორნელი კეკელიძის ჩანაწერს , ხსენებულ საკითხის შესახებ , რათა უფრო მეტად გაუადვილდეს , მასზე მუშაობის დაწყება :  ,, იმავე დროს , რა დროსაც იაკობის ლიტურგია უღარგმნიათ , ნათარგმნი უნდა იყოს , ენის მიხედვით , პეტრე მოციქულის ლიტურგიაც , რომლის ორი ერთი და იმავე რედაქციის , ცალი  შენახულა ჩვენამდე , ერთი მათგანი , ვატიკანის ბიბლიოთეკის XIII – XIV საუკუნის ხელნაწერში შენახული , გამოცემული მ.თარხნიშვილის მიერ , ხოლო მეორე , ჩვენ მიერ გამოცემული რუსულ ენაზე შენახულა მეთვრამეტე საუკუნის დამდეგის ხელნაწერში A 81 ; ის გადმოწერილი ყოფილა , როგორც ანდერძიდან  ჩანს , კათოლიკოზის დომენტის ( 1705-1729)   ბრძანებით ძველი ნუსხიდან . იყო თუ არა ის ჩვენში ხმარებულიდანამდვილებით თქმა არ შეგვიძლია ; თუ ექვთიმე ათონელის პასუხს დავეყრდნობით , შეიძება ითქვას რომ იყო .’’[1] თემის გაცნობისას მკითხველი რომ არ დაიბნეს მოვახსენებთ , რომ გამუქებული ასოებით აღნიშნულია ის პირი , ვინც წარმოთქვამს ხსენებულ ლოცვას , (მღვდელი ან ერი ) , აღსანიშნავია ისიც რომ არსად ფიქსირდება წინამდებარე ლიტურგიაში – მკითხველი (მედავითნე) , დიაკონი , მგალობელი და.ა.შ. ხოლო ტერმინი – ,,ერი’’ კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე , რომ პირველ საუკუნეებში , მრევლი მთლიანად იყო ჩართული მსახურებაში , როგორც სიტყვით , ისევე მოქმედებით . გარდა ამისა დავძენთ , რომ ფრჩხილებში ჩასმულია ის ლოცვები , რომლებიც საიდუმლოდ იკითხება , ხოლო ხაზგასმით და დახრილი ასოებით  – ესა თუ ის მოქმედება , რომელსაც აღასრულებს ლიტურგიის მონაწილე სასულიერო პირი , ან ერი დასასრულს კი ვიტყვით , რომ ყველა ხაზგასმა და ფრცჩხილი , რომელიც თემაშია გამოყენებული , ჩვენ გვეკუთვნის . დასასრულს კვლავ დავძენთ რომ შევეცდებით გავითვალისწინოთ ყველა ის თხოვნა თუ შენიშვნა , რაც თემის მკითხველს გაუჩნდება .    

petrლიტურღია წმიდისა პეტრესი

1.მღვდელმან : უფალი თქუენ თანა . ერმან :  და სულისა შენისა . მღდელმან  აღიღოს გალობაი : დიდება მაღალთა შინა ღმერთსა . ერმან მიუგოს :ქუეყანასა ზედა მშვიდობაი ვიდრე დიდება ღმრთისა მამისა , ამინ . და მერმე მოიქცეს მღდელი , ერსა ჯუარი დასწეროს და თქუას : უფალი თქუენ თანა .ერმან : და სულისა .

2.  მღდელმან თქუას : ვილოცოთ .  და თქუას ხმა მაღლად ლოცვაი ესე :მოჰმადლე უფალო , მორწმუნეთა შენთა მარჯუენა ზეგარდამო შეწევნისაი , რაითა , რომელსა იგი ჯეროვნადა ითხოვენ , წარემართოს , უფლისა ჩუენისა მიერ იესუ ქრისტესა , რომლისა თანა ცხოველ ხარ და ჰსუფევ შენ , ღმერთო ჩუენო ,   ერთობითა სულისა წმიდისათა ყოველთა საუკუნოეთა უკუნისამდე .ერმან : ამინ . და თქუას წმიდაო ღმერთო წესისაებრ ,

3. დიაკონმან : მოხედეთ . მგალობელმან ფსალმუნი დავითისი . და თქუან წარდგომაი და მერმე პავლე და ალილუიაი და შემდგომად ალილუიაისა , რომელი იგი სახარებასა წარიკითხვიდეს თქუას : უფალი თქუენ თანა . ერმან :და სულისა . და თქუან თავისაგანი ვისიცა იყოს საკითხავი . ერმან : დიდებაი შენდა , უფალო და ვითარცა დაასრულოს სახარებაი , ამის წილ დიდებაი შენდა უფალო , ერმან თქუას : მადლობაი შევსწიროთ უფლისა . 4.მღდელმან :ვილოცოთ . მგალობელთა აღიღონ სიწმიდისა და შემოიყვანონ სიწმიდე .მღდელმან ლოცვაი : გევედრებით შენ , ყოვლისა მპყრობელო ღმერთო , წყალობასა შენსა ნუ დამაკლებ ჩუენ , რამეთუ შენითა აღსარებითა წმიდისა სამებისათა გურწამს ჩუენ ცხოვნებაი. ამაღლება : ყოველთა საუკუნეთა უკუნისამდე . ერმან : ამინ. მღდელმან: უფალი თქუენ თანა . ერმან: და სულისა შენისა .

6.მღდელმან : გურწამს ერთი ღმერთი . ერმან: მამა ყოვლისა მპყრობელი ,ვიდრე სრულიად . და აღიპყრას მღდელმან ცაი .

7.დიაკონმან თქუას : ვდგეთ კეთილად , ვდგეთ შიშით . ერმან : წყალობა მშვიდობა . მღდელმან : მადლი უფლისა ჩუენისა , ვიდრე სრულიად . ერმან :და სულისა . მღდელმან : ზემცა არიან გულნი თქუენნი . ერმან : გუაქუს უფლისა მიმართ . მღდელმან : მადლობა შევწიროთ უფლისა . ერმან : ღირს არს და მართალ . მღდელმან ხმა ყოს მაღლად და თქუას : ჭეშმარიტ ღირს არს და მართალ  , შუენიერ და ცხორება მარადის და ყოვლადვე მადლობისა შეწირვაი ჩუენ მიერ , უფალო წმიდაო , მამა, ყოვლად ძლიერო ღმერთო საუკუნეო , ქრისტეს მიერ ღმრთისა ჩუენისა , რომლისა მიერ დიდებასა შენსა აქებენ ანგელოზნი , თაყუანის ცემენ უფლებანი , ძრწიან ხელმწიფებანი , ცანი და ძალნი ცათანი , სანატრელნი სერაბინნი ზოგადითა გალობითა ჰმსახურებენ , რომელთა თანა ჩუენთაცა ხმათა შესყნარებაი ბრძანე გევედრებით მონებრივითა აღსარებითა და ვიტყვით .

8.ერმან  წმიდა არსი . მღდელმან : მიიღეთ და ჭამეთ . ერმან : ამინ .მღდელმან დასწეროს ჯუარი მსხუერპლსა და თქუას : სუთ ამისგან . ერმან:ამინ .

9.მღდელმან ლოცვაი :  ( შენ უკუე სახიერო და კაცთმოყვარეო მამაო , ქრისტე იესუის მიერ ძისა შენისა და უფლისა ჩუენისა შეგევედრებით და გევედრებით , რაითა შეიწირო და აკურთხო ნიჭი ესე და გარდამოავლინო სული წმიდაი წინამდებარესა ამას ძღუენსა ზედა და მსხუერპლსა ამას ზედა შეწყნარებად სათნოდ , რომელსა შევსწირავთ შენდა პირველად წმიდისათვის კათოლიკე ეკლესიისა სენისა , რაითა დაამშვიდო და დაიცვა და შეაერთო და განამტკიცოკიდითგან ვიდრე კიდედმდე ქუეყანისა , თანა მონით შენით , პაპით ჩუენითურთ და წინამძღვრით და ეპისკოპოსით ჩუენით.

10.მოიხსენენ იგინი  , უფალო, იგინი და მონანი შენნი და მსახურნი სენნი და ყოველნი წინაშე შენსა მდგომარენი და ყოველნი ქრისტიანენი მართლმადიდებელნი .

11. მომიხსენე მეცა , უფალო , უღირსი ესე მონაი შენი , მილხინე მე და ყოვლისაგან უსჯულოებისა განმწმიდე და  ყოვენი ესე გარემოის მდგომარენი , რომელთა იგი სარწმუნოებაი ცხად არს წინაშე შენსა და უწყი სახმარი შენდა შემწირველთაი მსხუერპლსა ამას ქებისასა ).მღდელმან  ამას ადგილსა ხელი დასდვას პურსა მას ზედა წმიდასა , ( რომელსა მათთვის თითოეულად და ყოველთა სახსრად სულთა მათთათვის  , სასოებად ცხოვრებისა და სიცოცხლისა მათისა შენ მიგცემთ თხოათა ჩუენთა საუკუნესა ღმერთსა ცხოველსა და ჭეშმარიტსა .

12.და ვეზიარებით და მოვიხსენებთ მომავალნი პირველად დიდებულსა და მარადის ქალწულსა მარიამს , დედასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა და ნეტართა მოციქულთა და მოწამეთა : პეტრეს , პავლეს , ანდრიას , იაკობს , იოვანეს,თომას , იაკობს , ფილიპეს , ბართლომეს , მატათის , სიმონს , თადეოზს , ლინის , კლიტის , კლიმენტოს , ქისტის , კორნილიოსს , კვიპრიანეს , ლავრენტის , ხრიზოღონის , მარტინეს ,იერონიმოსს , ამბროსის , ავღუსტინეს , გრიგოლის , ისიდორეს , ბენედიკტეს და ყოველთა წმიდათა შენთა . მათთანა ყავ ჩუენიცა ნაწილი შეგივრდებით , და გევედრებით , და ყოველნი მცნებანნი შენნი გუასწავენ და წარგვიმართე ქრისტე იესუის მიერ უფლისა ჩუენისა . )13.ამას უკვე , კუალადცა მღდელმან დასდვას ეგრეთვე , ( მსხურპლსა მონებისა ჩუენისასა და ყოვლისა ერისა შენისასა ვითხოვთ შენგან , უფალო , კეთილად შეწყნარებულად შეიწირე , რაითა  დღენი ჩუენნი მშვიდობითა შენითა განაწესნე და საუკუნოისა ვნებისაგან მიხსნენ ჩუენ და რჩეულთა შენთა სამწყსოსა შეგუაერთენ ჩუენ ქრისტესა მიერ უფლისა ჩუენისა .

14.ესე უკუე მსხუერპლი , კუალადცა ეგრეთვე ხელი დასდვას , შენ ღმერთო ყოვლითურთ კურთხეული გამოსახული აღსარებული საწამებელი სათნო ყოფად ღირს ყავ , რაითა გუექმნეს ჩუენ ხორცი და სისხლი საყუარელისა ძისა შენისა და უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი , რომელმან პირველ დღისა ერთისა ვნებისა თვისისა ). ამას ადგილსა  მღდელმან წმიდასა მას პურსა ხელითა უპყრას და მცირედ აღამაღლოს და თქუას : მოიღო პური წმიდათა უხრწნელთა ხელთა მისთა ზედა და აღიხილნა თუალნი თვისნი ზეცად შენდა მიმართ ღმრთისა და მამისა თვისისა და ყოვლად ძლიერისა  შენ გმადლობდა აკურთხნა და განტეხა და მისცა წმიდათა მისთა მოწაფეთა და ჰრქუა : მიიღეთ და ჭამეთ ამისგან ყოველთა . ესე [არს] ხორცი ჩემი . ეგრეთვე შემდგომად სერობისა . მღდელმან ბარძიმი ზე აღიპყრას და თქუას : მოიღო სასმელო წმიდითა და კურთხეულითა ხელითა მისითა შენ გმადლობდა  , აკურთხა , მისცა მოწაფეთა მისთა და ჰრქუა მიიღეთ და სუთ ამისგან ყოველთა , რაიმეთუ ესე არს სასუმელი სისხლისა ჩემისაი , ახალი და საუკუნოი შჯული საიდუმლოდ სარწმუნოებისა , თქუენთვის და მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა , ამას რაოდენსა ვიწყე ყოფად ჩემდა მოსახსენებელად ყოფდით .

15.ვინაცა ჩუენცა მოვიხსენებთ , მღდელი მოდრეკეს ქუე საკურთხეველისა წინაშე ,( უფალო მონანი შენნი და ერი წმიდაი ქრისტეს ძისა შენისა , უფლისა და ღმრთისა ჩუენისა სანატრელსა ვნებასა , ჯოჯოხეთს შთასვლასა , მკუდრეთით აღდგომასა და დიდებით ზეცად ამაღლებასა და მარჯუენით შენსა დაჯდომასა . და შევსწირავთ შენდა დიდებულებისათვის დიდებისა შენისა მადლთა შენთაგან მოცემად ჩუენდა მსხუერპლი უბიწოი , მსხუერპლი წმიდაი , მსხუერლი პატიოსანი , პური წმიდაი ცხოვრებისა საუკუნოისაი , და სასმელი ცხოვრებისა საუკუნოისა .

16.რომელთა მიერ მოწყალითა და სახიერითა პირითა მოხედვა ღირს იჩინე ნაწილისა მოღებად , ვითარცა შეწირვად ჯერ იჩინე ძღუენი მონისა შენისა აბელ მართლისაი და მსხუერპლი მამად მთავრისა ჩუენისა აბრაჰამისი და ვითარცა იგი შეიწირა შენდა პირველმან მღდელმან შენმან მელქისედეკ წმიდაი მსხუერპლი უბიწოი ა კეთილად შეწყნარებული . )

17.და  მოდრეკს მღდელი წინაშე წმიდისა საკურთხეველისა და განჰმარტნეს ხელნი მახლობელად შესამოსელისა საკურთხეველისასა და  ,,ბ’’  გზის  მცირე მცირე აღემართოს და მესამესა დღესა ზედა დასხდეს ხელნი რქათა ზედა საკურთხეველისათა ეგრეთვე განმარტებულად ხოლო პირითა ამბორს უყოს საკურთხეველსა და ამას ლოცვასა იტყოდის : (შეგივრდებით და გევედრებით შენ , ყოვლადძლიერო ღმერთო , ბრძანე შეწირვად ხელითა ანგელოზთა შენთაითა სიმაღლესა საკურთხეველისა შენისასა წინაშე საღთოისა პირისა შენისა , რაითა , რომელთაცა მოვიღოთ საკურთხეველისა ამისგან ნაწილი უხრწნელისა და წმიდისა ძისა შენისა ხორცისა და სისხლისა , ყოვლითა კურთხევითა და მადლითა ზეგარდამოითა აღვივსნეთ ქრისტე იესუს მიერ უფლისა ჩუენისა.

18.კუალადცა მოიხსენენ , უფალო , სახელნი მათნი , რომელნი გუვევედრებიან ჩუენ ბეწდა სარწმუნოებისა შესვენებულთა ძილითა მშვიდობისაითა , ამათ და ყოველთა ქრისტეს მიერ განსუენებად ადგილსა ფუფუნებისასა , ნათელსა შინა და მშვიდობასა ; შენდობად მათდა გევედრებით ქრისტე იესუს მიერ უფლისა ჩუენისა .

19.ხოლო ჩუენ ცოდვილთა მონათა შენთა , რომელნი ვესავთ სიმართლესა მოწყალებათა შენთასა , ნაწილი კეთილი ერთობისა მომადლებად სათნო იყავ წმიდათა მოციქულთა თანა და მოწამეთა : იოვანს თანა და სტეფანეს , მატათას და ბარნაბას , ეგნატის და ალექსანდრეს , მარკელინეს და პეტრეს , ფილიკიტას , ჰერპეტუას , აღათის , ლუკიას , აღნის , კლიკილინას , ანასტასის , სოფიას და ყოველთა თანა წმიდათა შენთა ყავ ჩუენიცა ნაწილი , არა ჩუენისა ღირსებისაებრ , არამედ მოწყალებისაებრ გევედრებით ქრისტე იესუის მიერ უფლისა ჩუენისა , რომლისა მიერ , უფალო , ამას ყოველსა ყოვლადვე იღუწი , წმიდა ჰყოფ , ცხოველსა ჰყოფ , აკურთხევ და მოგუცემ ჩუენ  , მის მიერ და მისგან და მისთანათა იყავნ შენდა ღმრთისა და მამისა ყოვლადძლიერისა , ერთობითა სულისა წმიდისათა ყოველი პატივი და დიდება .)

ამაღლება : ყოველთა საუკუნეთა უკუნისამდე . ერმან : ამინ .

20.ამაღლება: ვილოცოთ . საღმრთოისაგან მოძღურებისა სწავლულნი ა მაცხოვარებისა მოსახსენებეთაგან განსწავლულნი ვიკადრებთ და ვიტყვით :ერმან : მამაო ჩუენოი . მღდელმან : რაიმეთუ შენი არს სუფევა . ერმან : ამინ .მღდელმან : მშვიდობა უფლისა იყავნ ყოვლადვე თქუენ ყოველთა თანა , ერმან : და სულისა დიაკონმან : თავნი . ერმან : შენ უფალო .

21. მღდელმან ლოცვაი : გვიხსნენ ჩუენ , უფალო , ყოველთაგან ბოროტთა მომავალთა და მოწევნულთა მეოხებითა ჩუენთვის სანატრელისა , დიდებულისა , მარადისქალწულისა ღმრთისმშობელისა მარიამისითა და დიდებლისა მიქაელ მთავარანგელოზისათაი და წმიდათა მოციქულთა შენთაითა : პეტრე , პავლე , ანდრია , ბართლომე და ნეტარისა ბენედიკტესითა , ყოველთა თანა წმიდათათა , მომეც ჩუენ ლხინებაი და მშვიდობაი დღეთა შინა ჩუენთა , რაითა საფარველითა წყალობისა შენისათა შეცულნი ყოვლისაგან ამბოხებისა ვიპოვნეთ შეუშფოთებელნი ქრისტეს იესუს მიერ უფლისა ჩუენისა , რომლისა თანა ცხოველ ხარ  და ჰსუფევ , ღმერთო , ერთობითა სულისა წიდისათა .

22. გა[ა]ნაწილოს წმიდაი იგი პური სამად და აღიღოს ერთი ნაწილი , დაიჭიროს ზედა წმიდასა ბარძიმსა და თქუას  ამაღლება :  ყოველთა საუკუნეთა უკუნისამდე . ერმან : ამინ .

  1. მღდელმან აღიღოს პური იგი წმიდაი ,

დიაკონმან თქუას : მოხედეთ ! მღდელმან : წმიდაი წმიდათა. ერმან : ერთ არს წმიდაი . მღდელმან : მშვიდობა უფლისა თქუენ ყოველთა თანა . ერმან :და სულისა შენისა .

24.ერმან განიცადე  თქუას ,,გ’’ ჯერ :  ტარიგო , ღმრთისაო , რომელმან აღიხუენ ცოდვანი სოფლისანი , შეგვიწყალენ ჩუენ , ტარიგო ღმრთისაო , რომელმან აღიხუენ ცოდვანი სოფლისანი , მომეც ჩუენ მშვიდობაი . ტარიგო ღმრთისაო , რომელმან აღიხუენ ცოდვანი სოფლისანი შეგვწყალენ ჩუენ . და შემდგომად ზიარებისა ყოველთასა მღდელმან თქუას : უფალი თქუენ თანა .ერმან : და სულისა .

  1. და უკუამოიყვანონ სიწმიდე .

26.დიაკონმან თქუას : ვილოცოთ . მღდელმან ლოცვაი ერისა განტევებისაი :კურთხეულ არს ღმერთი , რომლისა მიერ უხრწნელსა ხორცსა და პატიოსანსა სისხლსა მისსა ზიარებად ღირს ვიქმნენით , მანვე თავადმან გუაკურთხენინ და დაგვიცვენინ ჩუენ ყოველნი , აწ და მარადის . ერმან : ამინ . მღდელმან :უფალი თქუენ თანა . ერმან : და სულისა . მღდელმან : ვაკურთხოთ უფალი . ერმან : დიდება შენდა უფალო , და თქუან ,,გ’’ : იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ ამიერი , და შეუდგინონ : ვაკურთხოთ უფალი ყოველსა ჟამსა .მღდელმან : კურთხევა უფლისა იყავნ თქუენ ყოველთა ზედა , აწ და .

27. ერისა განტევებანი კათოლიკენი ,,იბ’’ : მეუფეო , უფალო იესუ ქრისტე , მაცხოვარო ჩუენო ,რომელმან ღირს მყვენ ჩუენ დიდებისა შენისა ზიარ ყოფად წმიდათა და ცხოველს მყოფელთა საიდუმლოთა სენთა მოღებითა , რომელთა მიერ მომეც  ჩუენ სიკუდილისა და აღდგომისა შენისა სახე აღსრულებად , რომელთა მიერ წმიდად დამიცვენ ჩუენ , მოხსენებად მადლისა შენისა მარადის , რაითა შენდა ცხოველ ვიყვნეთ ჩუენთვის მომკვდრისა და აღდგომილისა . ჩუენ თანა შემწირველთა ამათ და რომელთა საღმრთოთა საიდუმლოთა შენთა ჰმსახურეს , ნაწილი კეთილი მიჰმადლე მათ და მრავალი კადნიერებაი წინაშე საშინელისა საყდრისა შენისა , რამეთუ შენ ხარ ჭეშმარიტი ღმერთი ჩუენი და ცხოვრებაი საუკუნოი და შენდა დიდებასა შევსწირავთ თანა მამით და სულით წმიდით , აწ.

28. სხუაი ერის განტევება კათოლიკე : ღმერთო , ყოველთა მხილველო და გულთმეცნიერო .

[1]-კ.კეკელიძე – ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია ; ტომი-I ; თბილისი 1980 წ ; გვ.582

კომენტარები