ცოტა რამ სოფელ ალის შესახებ

ნაბახტევთან ახლოს კი არის სოფელი ალი, ეს ძველი ქალაქი, ძალზე მნიშვნელოვანი თავისი ისტორიით, ბედით, მდებარეობით.
1614 წელს საქართველოს დიდძალი ჯარით მოადგა შაჰ-აბასი. კახეთის მეფემ თეიმურაზ პირველმა და ქართლის მეფემ ლუარსაბ მეორემ იმერეთს შეაფარეს თავი. შაჰ-აბასმა მიწასთან გაასწორა კახეთი და ქართლში გადმოვიდა, მაგრამ ქართლი არ დაარბია, გორში დაბანაკდა და ლტოლვილ მეფეებს თავისთან უხმო.
მიღებული შეხედულებით, შაჰი გორში დაელოდა ლუარსაბს და იქვე შეხვდა,
მაგრამ ბესარიონ კათალიკოსის თხზულებაში “ლუარსაბ მეფის მარტვილობა”
ვკითხულობთ: “შემოვლო ქართლი და დაბანაკდა მახლობლად იმერეთისა სოფელს ალს და ენება რითამცა ღონითა რაითამე ხელთ ეგდო სანატრელი ესე”.
ამ ნაწარმოების მიხედვით, შაჰთან შესახვედრად მიმავალი ლუარსაბი სწორედ ალში სწვევია ირანის მბრძანებელს. “ესე სთქვა და წავიდა იმერეთს და მოვიდა შაჰ-აბასისა, რამეთუ დაბანაკებული იყო შორის ალისა და ნაბახტევისა. ხოლო იხილა რა სანატრელი ესე მეფე მძლავრმან მან უკეთურმან დიდად განი- ხარა, რამეთუ სრულ იქმნა საწადელ მისი”.

რამდენი მტერი ახსოვს ამ მიწას,
ბილწი ფეხებით რომ გაუთელავს,
ალის მიწაზე შაჰის შემოსვლა
ჰგავდა ბალახის ცისკრად მოცელვას..
ის ჩამოვიდა და დაბანაკდა
და ნადირობით გული იჯერა,
მისი მზაკვრობა და გულცივობა
ვსინჯე და მაინც ვერ გავსინჯერა..

ალი კი კიდევ ბევრი რამით არის საინტერესო. აი, თუნდაც ერთი ამბავი: ‘“ამ მოკლე დროში სოფელ ალში აღმოჩნდა “სურამის ციხის” დამწერის აწ განსვენებულის დანიელ ჭონქაძის სურათი, რომელიც ფერადის წამლებით არის დახატული და სურათი თავის კვალად საყურადღებოც არის. სურათიდგან სახე გადაუღიათ ფოტოგრაფიით და გაუმრავლებიათ.”(“ივერია” 1896 წ. 2 თებერვალი)

საგულისხმოა, ანდა უფრო საინტერესო,
ან უფრო სწორედ, გასაკვირიც არის ნამდვილად,
ასეთი რამე ძვირფასებო, ხშირად არ ხდება,
ვერც დაივიწყებ ამას ადვილად.

“სურამის ციხე”_ სევდიანი ჩვენი ბავშვობა,
დღესაც რომ ისევ მოწყენილი სივრცეს გაჰყურებს
და იმ ძველ კედლებს ცრემლის კვალი რომ არ აშრება,
თითქოს ოდესღაც მეციხოვნეთ ჩვენც ვემსახურეთ…

ასე გვეგონა და ზურაბის ხვედრს დავტიროდით,
იყო რაღაცა მისაბაძიც, წმინდაც, ნათელიც,
“სურამის ციხე” რომ არ ჰქონდეს გადაკითხული
არ მეგულება, ძვირფასებო, მართლაც ქართველი…

ბევრი ციხეა ჩემს მამულში ცამდე აწვდილი,
მაგრამ სურამის ციხე სხვაა, სხვა წარსულია,
ვინ არ მოსულა რომ თავისი თვალით ენახა,
ვინ არ ყოფილა ამ მიწაზე, ვის არ უვლია..

კომენტარები