ფოტოკონკურსი ,,ჩემი გარემო” ხაშურის მუნიციპალიტეტში

ხაშურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებთათვის, ან მათთვის ვისაც ხაშურის მუნიციპალიტეტში აქვს ფოტო გადაღებული კულტურული, რელიგიორი, თუ უბრალოდ თავისუფალი თემის გარშემო შეუძლია კონკურსში მიიღოს მონაწილეობა, რომლის დედლაინია 15 სექტემბერი.

კონკურსის ორგანიზატორია ხაშურის ახალგაზრდული თვითმმართველობა.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომლებიც სხვადასხვა პრიზებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან.

10 რჩეული ფოტოსთვის მოეწყობა ფოტოგამოფენა ,,ხაშური – ოქროს შემოდგომა 2014″-ის ფარგლებში.

გამარჯვებულებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური და facebook-ის მომხმარებელი. ფოტოების გაგზავნა შესაძლებელია ხაშურის ახალგაზრდული თვითმმართველობის facebook გვერდზე www.facebook.com/KHASHURISTVITMMARTVELOBA

კომენტარები