ფოტოგამოფენა ,,საგანძური“ წმიდა დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის მხარდასაჭერად

   ხაშურის ახალგაზრდული თვითმმართველობის ინიციატივით და საქართველოს ხელოვნების მუზეუმის მხარდაჭერით  31 აგვისტოს მოეწყო ფოტოგამოფენა ,,საგანძური“ წმიდა დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის მხარდასაჭერად. ფოტოგამოფენა მუზეუმის ეზოში მოეწყო. ღონისძიებას ესწრებოდნენ მუზეუმის თანამშრომლები, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს წარმომადგენლები, აგრეთვე ადგილობრივი მოსახლეობა.

   ფოტოგამოფენის დევიზია ,,ვიცოდეთ რისი პატრონებიც ვართ!“ ეს სიტყვები სრულიად საქართველოს  კათოლიკოს პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს  ეკუთვნის. პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ,,საგანძური“ რამდენიმე წელია მოგზაურობს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

კომენტარები