ფოტოალბომის “დიმიტრი ყიფიანი და მისი შთამომავალნი” წარდგინება

   დიდი საზოგადო მოღვაწის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მესაძირკვლის, პუბლიცისტის, ქართველი წმიდანის დიმიტრი ყიფიანისა და მისი შთამომავლების შესახებ ახალი ფოტოალბომის წარდგინება იგეგმება. საზოგადოება უნდა იცნობდეს დიმიტრი ყიფიანის შთამომავლებს, რომლებმაც უდიდესი როლი ითამაშეს საქართველოში  მეცნიერების, კულტურის განვითარების საქმეში. მათი სახელები ცნობილია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ და ამ ყოველივეს დაინტერესებული მკითხველი ახალ ფოტოალბომში იხილავს, რომლის პროექტის ავტორი და ერთ-ერთი შემდგენელია მწერალი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი და დიმიტრი ყიფიანის პირდაპირი შთამომავალი თამარ მიქაძე. ალბომში შესულია ექსკლუზიური მასალა მდიდარი საოჯახო არქივიდან, რომელიც მოიცავს 6 თაობის ფოტოებს, წერილებს, ღია ბარათებს, მოსაწვევებსა და სხვა.
მათ უმრავლესობას პირველად გაეცნობა დაინტერესებული მკითხველი.

   წიგნის წარდგინება 22 ივნისს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში 18:00 საატზე გაიმართება. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია დასწრება დ გაიმართება

პროექტის ავტორი – თამარ მიქაძე
ტექსტები გაშიფრა, რუსული ენიდან თარგმნა, გამოსაცემად მოამზადა
შემდგენლები – თამარ მიქაძე, სოფიო ისაკაძე
რედაქტორი – როსტომ ჩხეიძე
დიზაინერი – ციცი ბოდოკია
დამკაბადონებელი – იოსებ კაპანაძე
გამომცემლობა “სპეკალი
სტამბა “დამანი“.

jjjjjjj

კომენტარები