“უარყავ ნარკო, დატოვე მანი, იბრძოლე, გახდი წიგნომანი!!!” – გამოფენა ხაშურში

ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის და ხაშურის პროკურატურასთან ერთობლივი თანამშრომლობით, 29 მაისს, ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გაიხსნა გამოფენა თემაზე – ცივი იარაღის ტარების, დანაშაულის პრევენცია არასრულწლოვანთა შორის და ანტინარკოტიკული კამპანია, რომელიც გაგრძელდება 3ივნისამდე. გამოფენაში მონაწილეობას იღებენ საჯარო და კერძო სკოლების მე-7 მე-12 კლასის მოსწავლეები. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნახატები ცივი იარაღის ტარებისა და არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენციის, ასევე ანტინარკოტიკულ თემებზე შესაბამისი სლოგანით, რომლებიც მოფიქრებული იყო კონკურსანტების მიერ. საუკეთესო ნამუშევრები შეირჩევა ჟიურის მიერ, რომელიც შემდგარი იქნება რესურსცენტრისა და პროკურატურის თანამშრომლებისგან, ასევე კომპეტენტური ხელოვნებათმცოდნე პირებისგან. პირველ, მეორე, მესამე ადგილზე გასულ ნამუშევრებს გადაეცემათ სიგელები. გამოფენის დასრულების შემდეგ იგეგმება ექსკურსია სამცხე-ჯავახეთში.

 

კომენტარები