სურამისა და ხაშურის ეპარქიაში საღვთისმეტყველო სემინარები დაიწყო

სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსის, მეუფე სვიმეონის ლოცვა-კურთხევით ეპარქიის მოძღვრების, დიაკვნებისა და ბერ-მონაზვნებისათვის საღვთისმეტყველო სემინარების ჩატარება დაიწყო.
26 ნოემბერს წმ. დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონის სააქტო დარბაზში შედგა პირველი მოხსენება თემაზე „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი და ქართული ეკლესიის ადგილი დიპტიხში“.
პირველი მომხსენებელი ბრძანდებოდა ისტორიისა და თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე.
რიგით მეორე სემინარი გაიმართება 10 დეკემბერს 13:00 საათზე წმ. დიმიტრი ყიფიანის სკოლა-პანსიონის სააქტო დარბაზში. მომხსენებელი იქნება ფილოლოგიისა და თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის პატროლოგიისა და დოგმატიკის კათედრის ხელმძღვანელი პროფესორი ედიშერ ჭელიძე. მოხსენების თემა: „შესავალი პატროლოგიაში“.
სემინარების მოწყობას, თემების შერჩევასა და პროფესორების მოწვევას ხელმძღვანელობს და კოორდინირებას უწევს თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი გივი ლომიძე.

984252_10204504577646277_6608351789260837774_n10173783_10204504574566200_8679854976126459366_n

კომენტარები

Comments

  1. Nino Veselik says:

    Dzalian moxarulii var sasuliero pirebs rom sheedzlebat teologiuri ganxilvebi gaaketon sxvadasxva temebze