სტუდია “ციცინათელას” გოგი ცაბაძის სახელობის სტატუსი მიენიჭა

ხაშურის მუსიკალური ანსამბლი “ციცინათელა” დიდი ხანია საზოგადოებას ანებივრებს კარგი მუსიკითა და სიახლეებით. ანსამბლი გივი ლიჩელის და ლედი კუთხაშვილის ხელმძღვანელობით სულ უფრო მეტ წარმატებას აღწევს და საყვარელ მსმენელს უამრავ სიახლეს სთავაზობს. ქართულ მუსიკალურ საზოგადოებას მათი სახით გემოვნებიანი შემსრულებლები და დიდი პერსპექტივის ახალგაზრდები შეემატა, რომლებიც მომავალში კიდევ უფრო ბევრს გააკეთებენ ქართული მუსიკის პოპულარიზაციისთვის.

2 ივნისს კოპოზიტორთა კავშირში ანსამბლ “ციცინათელას” მიერ გამართულ კონცერტზე, საბავშვო მუსიკალურ სტუდია “ციცინათელას” მიენიჭა დიდი ქართველი კომპოზიტორის გოგი ცაბაძის სახელობის სტატუსი. 

გივი ლიჩელი – “ციცინათელას” ხელმძღვანელი: “სამწუხაროა, რომ დღეს საქართველოში ქართული სიმღერა გახდა საპატრონო და გადასარჩენი. სწორედ ეს იდეა იყო ჩემი ხაშურში მოღვაწეობის მიზანი. ქართული სიმღერა თავისი უნიკალური მელოდითა და ჰარმონიული წყობით აკეთილშობილებს და საოცარ დადებით გავლენას ახდენს ადამიანზე. უნდა აღინიშნოს, რომ დღეს მელოდიური მუსიკის დეფიციტია და საერთოდ ფსევდო კულტურებთან და მათ პროპაგანდასთან გვაქვს საქმე. მე რეტროგრაზი არ გახლავართ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ბავშვი უნდა გაიზარდოს საკუთარი ქვეყნის სიმღერებით და შემდეგ ეზიაროს ამერიკულ, თუ ევროპულ მუსიკას, ანუ როდესაც ეცოდინება ტაში ვის დაუკრას. სტუდია “ციცინათელა” დაარსების დღიდან ქართული სიმღერის პოპულარიზაციას ეწევა და საკმაოდ მაღალ ხარისხში. თუნდაც სტუდიის ბაზაზე ჩამოყალიბებული ანსამბლი “ციცინათელა” ერთ-ერთი საუკეთესო ანსამბლია დღევანდელ ქართულ რეალობაში”.

კომენტარები

Comments