სპორტის სამინისტრო ხაშურის სტადიონის შესახებ

   ბოლო დროს მიმდინარეობს კამპანია ,,დაუბრუნეთ ხაშურს ივერია!”, აღნშნული კამპანიის ფარგლებში მიმდინარეობს ხაშურის გრიგოლ ჯომართიძის სახელობის სტადიონის რეაბილიტაციის აქტიური მოთხოვნა. ფაქტთან დაკავშირებით ,,ხაშური ნიუსმა” სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს კითხვით მიმართა. პასუხს უცვლელად გთავაზობთ.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო: ,,ხაშურის გრიგოლ ჯომართიძის სახელობის სტადიონს, რომელიც 8 000 გულშემატკივარს იტევდა, გასული საუკუნის 80-იან წლების ბოლოს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია. 2002 წელს სახელმწიფოს 100% წილობრივი მონაწილეობით, სტადიონის ქონების ბაზაზე დაფუძნებულ იქნა შპს “გ ჯომართიძის სახელობის ხაშურის სტადიონი“ (საიდენფიკაციო კოდი 243892178) და არსებული მდგომარეობით პარტნიორის უფლებამოსილებას და შპს-ს წილთა განკარგვას ახორციელებს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო დარიცხული დავალიანების გამო შპს-ს ქონება ამჟამად დაყადაღებულია.
დღეის მდგომარეობით სტადიონი იმყოფება მეტად სავალალო მდგომარეობაში და ვერ ასრულებს დანიშნულ ფუნქციებს, რაც განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით: სტადიონს ათეული წლებია არ ჩატარებია სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, მოშლილია და კოროზირებულია ტრიბუნები, რის შედეგადაც იშლება რკინა ბეტონის კონსტრუქციები, მწყობრიდანაა გამოსული სტადიონის ინფრასტრუქტურა, კომუნალური გაყვანილობები და კომუნიკაციური სისტემები, 2011 წელს მდინარე სურამულას წყალდიდობის შედეგად მთლიანად დაზიანდა მწვანე საფარი. შექმნილი მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, მუნიციპალიტეტი ვერ ახორციელებს სტადიონის სარეაბილიტაციო ღონისძიებებს, რადგან იგი არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას. მუნიციპალიტეტი გეგმავს, დაიწყოს მუშაობა სტადიონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოცემისათვის, იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილი იქნება შპს-ზე დარიცხული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის საკითხი ან ლიკვიდირებულ იქნება არსებული შპს და სტადიონის ნაგებობა და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი დამატებითი ქონების სახით, დავალიანების გარეშე, გადმოეცემა მუნიციპალიტეტს, მოხდება სტადიონის ნაგებობების ექსპერტიზა და ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად დაისახება განსახორციელებელი ღონისძიებები”.

სტადიონი დღეს

 10407578_923730807637495_9169233072838808142_n 10881960_924751267535449_3898474995185239666_n

კომენტარები

Comments

  1. დაყადაღებული რომაა ეს ვის ბრალია?

  2. ან რა თანხაა გადასახდელი, რომ დავალიანება დაფარულ იქნას?

  3. თქვენ და თქვენი ბიუროკრატია…………..

  4. umoqmedo deputati yavs xashurs,oligarqi,

  5. Mako Kapianidze says:

    აქ რა შუაშია? თორემ მაგ საკითხზე ცალკე მსჯელობა შეიძლება.

  6. ესენი მემგონი მაგრად გვეკაიფებიან ??? სახელმწიფოს 100% წილით არის დაფუძნებული საწარმო ე.ი სახელმწიფო საწარმოა ხომ? ეს ხომ არ არის ვიღაც პეტრეს კერძო საკუთრება???
    თუ არსებობს სტადიონის რეაბილიტაციის კეთილი ნება ამ პრობლემის მოგვარება რაც სტატიაშია მოყვანილი (დავალიანებასთან და გადაფორმებასთან დაავშირებით) მაქსიმუმ ერთი კვირის ამბავია, ეკონომიკის სამინისტროს საწარმოთა მართვის დეპარტამენტში!!!
    მაგრამ აქ ამაზე არ არის საუბარი, უბრალოდ არ არსებობს ამ პრობლემის მოგვარების ნება, თორემ გელაშვილისთვის ამ სტადიონის რეაბილიტაცია ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც მაგან ხეშურს და ხაშურლებს უქნა.
    კიდევ ერთი რამ გაითვალისწინეთ, რომ არც ნაციონალი ვარ და არც რომელიმე პარტიის წევრი, მერე რომ არ მოაბათ კუდები, უბრალოდ ჩემი ქალაქის გულშემატკივარი ვარ და ამიტომ ვწერ ამდენს !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

  7. ახსნა და რამის გარკვევა ხალას და ბავშვებს რაში აინტერესებს ,,,, მთავარია რომ სტადიონი უნდა გაკეთდეს ეს აუცილებელია ჩვენი მომავალი თაობისთვის