სოფელ ზემო აძვისის მოსახლეობა ხიდის აღდგენას ითხოვს

ხაშურის მუნიციპალიტეტის, ჭერათხევის ხეობის სოფელ ზემო აძვისის მოსახლეობა გასული წლის ოქტომბერში სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის აღდგენას ითხოვს. ,,ხაშური ნიუსს” სოფლის მცხოვრებნი დაუკავშირდნენ და პრობლემის შესახებ განაცხადეს. როგორც ისინი განმარტავენ მუნიციპალიტეტის გამგებელი პრობლემის შესახებ საქმის კურსშია. დანგრეული ხიდი კი სასწრაფოდ აღდგენას საჭიროებს, ვინაიდან საგაზაფხულო სამუშაოები იწყება ამ ხიდის არსებობაც აუცილებელია. ადგილობრივები სასმელი წყლის პრობლემაზეც საუბრობენ და ადგილობრივი თვითმმართველობისგან მეტ ყურადღებას ითხოვენ.

გთავაზობთ დანგრეული ხიდის ფოტოებს.

12421870_1116429388402155_56408081_n 12674338_1116429225068838_807217008_n 12674577_1116429975068763_1697689482_n 12721859_1116429951735432_36927043_n eee

კომენტარები