სოფელ გომში საჭადრაკო ჩემპიონატი ჩატარდა

 ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში სოფლის საჯარო სკოლებს შორის საჭადრაკო პირველობა ჩატარდა. ჩემპიონატში გომის, ქვიშხეთის, წაღვლისა და ფლევის საჯარო სკოლების 1998-2001 წლებში დაბადებული მოსწავლეები ასპარეზობდნენ.
ჩემპიონატზე პირველი ადგილი გომის საჯარო სკოლის მოსწავლე თემურ ბუზარიაშვილმა მოიპოვა, მეორე ადგილზე გავიდა ასევე გომის საჯარო სკოლის მოსწავლე გრიგოლ გელაშვილი, ფლევის საჯარო სკოლის წარმომადგენელი გიორგი ჩუტკერაშვილი კი მისამე საპრიზო ადგილს დასჯერდა.
საჭადრაკო ჩემპიონატი ხაშურის სასპორტო სკოლის ორგანიზებით გაიმართა.

CHAD

კომენტარები

Comments

  1. Tengo gilocaaav, dzalian gamixarda. Gkocniii dzalian, dzalian bevrs 🙂