სოფელ ალის მოსახლეობა საბავშვო ბაღის გარემონტებას ითხოვს

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელი ალი ერთ-ერთი გამორჩეული სოფელია, როგორც ისტორიული, ისე კულტურული თვალსაზრისით. ალი სათემო სოფელია. ამ სოფელში არსებული საბავშვო ბაღი  ერთადერთია მასში შემავალ სოფლებში მცხოვრები ბავშვებისთვის. ეს ერთადერთი ბაღი კი დღეს ძლიერაა დაზიანებული. მოუწესრიგებელია მისი ინფრასტრუქტურა, შენობაში ანტისანიტარია და ბავშვებისთვის საშიში გარემოა. ,,ხაშური ნიუსს” ალის მკვიდრნი გაესაუბრნენ საბავშვო ბაღის დღევანდელი მდგომარეობის შესახებ. ჩვენც მათი თხოვნით ვავრცელებთ ამ ინფორმაციას და გთავაზობთ ფოტოებს, რათა უკეთ დარწმუნდეთ შენობის მდგომარეობაში. ადგილობრივები ბაღის სასწრაფოდ გარემონტებას და პრობლემის მოსაგვარებლად შესაბამისი ზომების მიღებას ითხოვენ.

Untitled-1

კომენტარები