,,სახურავიანი პრობლემა“ სოფელ დუმაცხოვში, ხაშურის მუნიციპალიტეტში

   ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლები განსაკუთრებული ბუნებრივი პირობებით და დიდი ოსტორიით გამოირჩევიან. გასულ ზაფხულს სოფელ ალში მომიხდა ჩასვლა და მისმა ქალაქურმა იერმა, ისტორიულმა წარსულმა და მდებარეობამ კიდევ ერთხელ მომხიბლა. მეც ფოტოაპარატს ვეძგერე და სოფლის ცენტრში მდებარე კვირაცხოვლის ტაძარს გადავუღე არაერთი ფოტო. იქვე მუხის ჩრდილში სოფლის მკვიდრი მამაკაცები ისხდნენ და ბჭობდნენ ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებზე. მათ გამაჩერეს, ვინაობა მკითხეს და გულითადად მთხოვეს იქნებ სოფლის საავადმყოფოსაც გადაუღოთ ფოტო ვინმე დაინტერესდეს და მიხედოსო. ვკითხე მანამდე დაინტერესებულა თუ არა ვინმე ამ საკითხით და პასუხი ალბათ ბევრისთვის ნათელი იქნება. არავინო მიპასუხეს და მეც ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლის პრობლემებით დავინტერესდი.

   დუმაცხოვი 2თანამედროვე სოფლის ყოფა რთულია. ალბათ ბევრს შეშურებია რა კარგია სოფელი, ნატურალური პროოდუქტები და კარგი ჰაერიაო, თუმცა დარჩა კი ვინმე ამ პროდუქტების მომყვანი, სუფთა ჰაერის მსუნთქავი?… სოფლები იცლება! სკოლები ინგრევა!

   ამ მიდამოებში, სოფელ ალის მოპირდაპირე მხარეს სოფელი დუმაცხოვი მდებარეობს. სოფელი XI საუკუნის წმიდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრით გამოირჩევა. სოფლის ცენტრში როგორც კი მოხვდებით წყარო შეგხვდებათ. მახსოვს აქ ადრეც ვყოფილვარ და წყარო მთელი ძალით და ენერგიით მოცქრიალებდა, დღეს კი მოწვეთავს, თითქოს დროს ითვლის, ვიდრე პატრონი მიაკითხავდეს, შეაკეთებდეს, გაწმენდეს და ა.შ.

  11010960_885127318197539_2952143838924605579_n აქვე ახლოს, სოფლის ცენტრშივე ნახევრად აშენებული შენობაა. მოსახლეობას ვკითხე ეს რისთვის იყო და უცნაური პასუხი კი მივიღე. თურმე უკვე დიდი ხანია ამ შენობას რიტუალების დარბაზად აშენებენ. საინტერესოა რისი რიტუალისთვის? მოსახლეობა იცლება, საქორწინო აღარც დარჩა და თუ დარჩა ყველა ქალაქ ხაშურში ატარებს ამ ბედნიერ დღეს და იქ ზეიმობს. ღმერთმა აშოროთ და თუ ქელეხისთვის ააშენეს, მართალია სასაფლაო იქვეა, მაგრამ ეს შენობა არც ამისთვის გამოდგება. თუ რატომ ფოტოებზეც ნათლადაა ასახული. ვისაც ვკითხე არავის მოუთხოვია აქ ამ შენობის აშენება. აქვე სკოლის შენობაა და ისიც დანგრეული, არავითარი კულტურის სახლი, არავითარი ბიბლიოთეკა, არა და როგორც მოსახლეობა იხსენებს ერთიც იყო, მეორეც და მესამეც.

   დუმაცხოვი 3ისევ რიტუალების დარბაზს დავუბრუნდეთ, რომელსაც ფოტოზეც ხედავთ. მისი მშენებლობა ჯერ კიდევ ნაციონალური მოძრაობის დროს  დაწყებულა და შეჩერებულა. შემდეგ 2012 წლის წინასაარჩევნო სტუმრები, ამჟამინდელი პარლამენტარებიც კი სტუმრობდნენ სოფელს და მოსახლეობა იხსენებს, რომ წყალიც კი დაალევინეს, თუმცა არა წყაროს წყალი (რაც არ მოდის როგორ დაალევინებდნენ) სამაგიეროდ ჭის წყალს გაუგეს გემო, მაგრამ 2012 წლის შემდეგ აქ მობრუნება არავის გახსენებია, ალბათ მარილიანი წყლის გემომ დააფრთხო. ამან მოსახლეობა გაანაწყენა და სტატიის დაწერა მთხოვეს.

   როგორც ირკვევა, 2014 წელს სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის სოფელ დუმაცხოვში სარიტუალო დარბაზის სახურავის მოწყობის, სოფელ ბრილში ხიდის რეაბილიტაციის, სოფელ ქვემო აძვისში მინი სტადიონის მოწყობის და სოფელ პატარა სატივეში მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოების შესყიდვისათვის 20 122. 14 ლარი იქნა გამოყოფილი.

დუმაცხოვის სკოლა

დუმაცხოვის სკოლა

სახურავი როგორც იქნა, წლების მშენებლობის შემდეგ ნამდვილად არის, თუმცა ესეც ნახევრად. სამაგიეროდ არც აწვიმს, არც ათოვს, თუმცა შენობის დანიშნულებამ ყველა გააკვირვა. რიტუალების დარბაზად მონათლული შენობა, რომელსაც სახურავიც ამშვენებს სრულიად უფუნქციო, და გამოუყენებელია, თან ,,არ აშენდა“  შეიძლება ვუწოდოთ და საყვედურის თქმის უფლებაც მოვიტოვოთ. აქ მხოლოდ კედლები და სახურავია, ასევე ზაფხულობით ბალახი ბიბინებს. ამ სოფელს არ უგრძვნია ცვლილება, არც ყურადღება და ნუგეში. როგორც აღვნიშნე ამ საკითხზე სტატიას მათი თხოვნით ვამზადებ და იმედი მაქვს ეს ფოტოებიც დაგეხმარებათ რეალობის აღქმაში და დაუყოვნებლივ ეწვევიან სოფელს შესაბამისი პირები და პრობლემებს ადგილზე შეისწავლიან და მოაგვარებენ.

   P.S. წყალი წაიღეთ, რადგან ჭის წყალი მარილიანია და ვნებს ჯანმრთელობას!

გიორგი ჩუბინიძე

სოფელ დუმაცხოვის ქვედა წყარო

სოფელ დუმაცხოვის ქვედა წყარო

დუმაცხოვი 3

კომენტარები

Comments

  1. ჩემო გიორგი,მადლობა, რომ ჩემს ყველაზე უსაყვარლეს სოფელზე ალაპარკდი,თუმცა ამ მიწიერ სამოთხეში უფრო დიდი პრობლემა სხვა რამაა, კერძოდ ის რომ სოფელი დაცლილია და ეგ შენობა დასრულებული რომც იყოს უფუნქციო იქნება სამწუხაროდ……………. P.S.

  2. gio me vamayob shenit

  3. vgijdebi am sofelze chemi bavshvobis nostalgiaa, gmertma gagadzlierot