სასულიერო პირთა შესამოსელი (მოკლე ისტორია და სიმბოლიკა)

პუბლიცისტური წერილები , ლიტურგიკის შესახებ

წერილი – I

თემის სათაური – სასულიერო პირთა შესამოსელი
თემის ავტორი – თბილისის სასულიერო სემინარიის III კურსის სტუდენტი – გურამ ლურსმანაშვილი

2014 წელი

 შინაარსი

შესავალი
დიაკვნის შესამოსელი ;
მღვდლის შესამოსელი ;
მღვდელთმთავრის შესამოსელი ;
შესამოსლის ფერები და მათი სიმბოლური დატვირთვა
გამოყენებული ლიტერატურა
დასკვნა

დიაკვნის შესამოსელი :

იგი შედგება სამი ნაწილისაგან – სტიქარი , გინგილა , სამაჯურები (იგივე-საბუხარები). მოდით , დეტალურად განვიხილოთ თითოეული მათგანი :

stiqariსტიქარი ,, (ბერძნ.) სამღვდელო ( და სადიაკვნო) გრძელი , ფართოსახელოებიანი კაბა (კვართი ) , ჩვეულებრივ , ძვირფასი ქსოვილისა . სტიქარი გადმოტანილია ძველი აღთქმის კვართის ანუ პოდირის (მღვდელთმთავართა შესამოსელი) მიბაძვით . სტიქარი სახელოების ქვეშ გაჭრილია იესო ქრისტეს დაჭრილი გვერდის მოსახსენებლად , სამხრეები , რომლებიც სხვა ფერისაა , მოგვაგონებს იესოს გვემის კვალს . ხშირად გვერდებზე და სახელოებზე სტიქარს  აკერებენ ბაბთებს – ქრისტეს ბორკილებს  . მღვდელთა და მღვდელთმთავართა სტიქარი ფართო და განიერია – მას სამღვდელო სტიქარი ეწოდება . ‘’( გაბიძაშვილი ე. გვ.83) .[1]სტიქარი გამოხატავს სულიერ სიმტკიცეს და სიწმინდეს .

სტიქრით შემოსვის ლოცვაა – ,,იხარებს სული ჩემი უფლისა მიმართ , რომელმან შთამაცვა მე სამოსელი ცხოვრებისა , და კვართი სიხარულისა შემმოსა მე . და ვითარცა სიძესა დამადგა გვირგვინი , და ვითარცა სძალი შემამკო მე სამკაულითა . ‘’ (კონდაკი -გვ;90)(2)

2გინგილა ,, დიაკონის სამოსლის ნაწილი , სადიაკვნე ოლარი , ბრტყელი სარტყლის ფორმის სამკაული , რომელიც წინ და უკან აქვს ჩამოშვებული დიაკონს მთელი ტანის სიგრძეზე . ღვთისმსახურების დროს დიაკონი გინგილას იკეთებს მარცხენა მხარზე.’’ (გაბიძაშვილი ე.გვ-46)

გინგილა არსებობს ორი სახის და ისინი განსხვავდებიან , სიგრძის მიხედვით . მთავარდიაკვნის გინგილა , უფრო მეტად გრძელია , ვიდრე , ე.წ.,,უბრალო დიაკვნის’’ , აქედან გამომდინარე იგი , გარდა იმისა რომ , წინ და უკანაა ჩამოშვებული , დიაგონალური მიმართულებითაც მიდის წელამდე და უკან ბრუნდება მარცხენა მხართან.

ვნახოთ , თუ რას წერს მის შესახებ , წმიდა გერმანე კონსტანტინოპოლელი : ,, არდაგი , რითაც ღვთისმსახურებას ასრულებენ დიაკვნები , ცხადყოფს ქრისტეს სიმდაბლეს , რაც მან ფეხთაბანვის დროს აჩვენა . ‘’(3) სხვა სიმბოლური გააზრებით , გინგილა განასახიერებს იმ სულიერი ფრთის სიძლიერეს , რომლითაც , უხორცო ხდება ადამიანი .

ე.წ. ,, კერძო დიაკვნები’’ წირვის მრვლელობისას , ,,მამაო ჩვენოს’’ დროს , შეიხსნიან გინგილას და გაიკეთებენ ისე , რომ ზურგზე გამოისახოს ,,X’’ ფორმა . რაც შეეხება იპოდიაკვნებს , მათი გინგილები , მთელი მსახურების დროს , X-ის მაგვარ მდგომარეობაში არიან .
უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც , რომ მთავარდიაკონს აქვს უფლება , მსახურებაზე იდგეს სკუფიით (ქუდით) .ზოგადად კი , დიაკონს არ შეუძლია მსახურება ჩაატაროს , გინგილის გარეშე . გინგილის შესამოსი ლოცვა შემდეგნაერია : ,, წმიდაო , წმიდაო , წმიდაო უფალო საბაოთ , სავსე არიან ცანი და ქუეყანა დიდებითა შენითა , ოსანა მაღალთა შინა.’’(კონდაკი – გვ.90)
პირველ სურათზე გამოსახულის –  ,,კერძო დიაკვნის’’ სტიქარი და გინგილა , ხოლო მეორეზე – მთავარდიაკვნის.

სამაჯურები ( საბუხარები) – ,, სამღვდელო შესამოსელთაგანი , მაჯებზედ შესაცმელი’’(ნ.ჩუბინაშვილი , ლექსიკონი).’’ ( გაბიძაშვილი ე.-გვ.77) ისინი განასახიერებენ , ცოდვისთვის ჯვარზე გაკვრას . ჩვენ , ცოდვებს ვტოვებთ , ტაძრის გარეთ . გარდა ამისა , ისინი , სიმბოლურად გამოხატავენ , ღმერთის ძალას და სიბრძნეს . საკითხის ისტორიის განხილვისას , აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც , რომ სამაჯურები , მხოლოდ XI საუკუნიდან გამოჩნდნენ – ეპისკოპოსთა ,XIII საუკუნიდან – მღვდელთა , ხოლო XIV საუკუნიდან , დიაკვანთა შესამოსლებში . მარჯვენა საბუხარის გაკეთებისას , იკითხება შემდეგი ლოცვა : ,, მარჯვენე შენი , უფალო დიდებულ არს ძალითა შენითა , მარჯვენემან ხელმან შენმან მოსრნა მტერნი , და სიმრავლითა დიდებისა შენისათა შემუსრნა მხდომნი იგი.‘’ ხოლო მარცხენისას – ,, ხელთა შენთა შემქმნეს მე , და დამბადეს მე , გულისხმა-მიყავ , და ვისწავლნე სიმართლენი შენი.’’ (კონდაკი ; გვ.90-91)

სამჯურები , იგივე საბუხარები:

ჩვენ ვთქვით , თუ რა ლოცვებს კითხულობს დიაკონი , როდესაც ამა თუ იმ შესამოსელს იცვამს . გარდა ამისა , აუცილებელია ვიცოდეთ , რომ მათი შემოსვის წინ , შესამოსელს აკურთხებინებს მღვდელს , რომელიც ამბობს : ,, კურთხეულ არს ღმერთი , ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე , ამინ.’’ (კონდაკი – გვ.89)
თავში ვახსენეთ  , რომ დიაკონი , სამღვდელო იერარქიის პირველ საფეხურზეა , მისი სამოსელი კი სამნაწილიანია , რაც სიმბოლურად იმ დატვირთვას იაზრებს , რომ სასუფევლისკენ მიმავალი კიბის პირველი საფეხური , წმიდა სამების აღიარებაა და რომ მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება წინსვლა .

მღვდლის შესამოსელი :
იგი შედგება ხუთი ნაწილისაგან – სტიქარი , ოლარი , სარტყელი , სამაჯურები , ფილონი . მისი ხუთნაწილედობა გამოხატავს სამყაროს ოთხ მხარეს , რომელთაც ჰყავს ერთი განმგებელი- ქრისტე . (სლავურ საღვთისმსახურო ტრადიციაში არსებობს მღვდლის დაჯილდოების პრაქტიკა – საგვერდულით , მიტრით , ორი ჯვრით და.ა.შ. თუმცა , რადგან ამ წესებს ვერ ვხვდებით ადრეულ ქრისტიანთა შემთხვევებში , მათი განხილვისგან თავს შევიკავებთ .
4ოლარიეპიტრაქილიონი (ბერძ.) ვნახოთ თუ რას წერს მის შესახებ , წმ.გერმანე კონსტანტინოპოლელი – ,, ეპიტრაქელიონი არის სახე ფაკელისა, რომელიც კისერზე შემოახვიეს ქრისტეს და რომლითაც საწამებლად მიმავალ უფალს წინ ეწეოდა მღვდელთმთავარი.ეპიტრაქელიონის მარჯვენა მხარე ის ლერწამია, რომელიც მოკიცხარებმა მარჯვენა ხელში ჩაუდეს ქრისტეს.მარცხენა მხარე გულისხმობს ბეჭებით ჯვრის ტვირთვას . ‘’
ოლარს , თითოეულ მხარეს აქვს სამ-სამი ერთნაერი ჯვარი , რაც განასახიერებს იმ ექვს საიდუმლოს , რომელსაც აღასრულებს მღვდელი . ( ნათლსღება , მირონცხება , აღსარება , ზიარება ,ზეთისკურთხევა , ჯვრისწერა ). მღვდელს ოლარის გარეშე მსახურების ჩატარება არ შეუძლია . ოლარის შემოსვისას , დიაკონი უკითხავს მღვდელს , შემდეგ ლოცვას : ,,კურთხეულ არს ღმერთი , რომელმან მოსცა მადლი ესე მღდელთა მისთა , ვითარცა ნელსაცხებელი თავსა ზედა , გარდამომავალი წვერთა ზედა , წვერთა ზედა აარონისთა , რომელი გარდამოვიდოდა სამხართა ზედა სამოსლისა მისისათა.’’(კონდაკი;გვ.91-92)

sartyeliსარტყელი იგი წარმოადგენს მატერიას , ორივე ბოლოში დატანებული თასმებით , მათი მეშვეობით იკვრება წელზე რაც ,, იმ სიდიადეს, ღმრთეების იმ დიად შემძლეობას წარმოაჩენს, რაც ქრისტეს მეუფებამ გარეშეირტყა.’’(წმ.გერმანე) ასევე სიმბოლური გამოხატულებაა , სამღვდელო ხარისხის უბიწოებისა . მისი შემოსვის ლოცვაა : ,,კურთხეულ არს ღმერთი , რომელმან გარე შემარტყა მე ძალი , და დასდვა უბიწოდ გზაი ჩემი , განამტკიცნა ფერხნი ჩემნი ვითარცა ირემთანი , და მაღალთა ზედა დამადგინა მე.’’ (კონდაკი;გვ.92)

5ენქერი ( ლახვარი ) თუკი სასულიერო პირი დეკანოზია , მას შეუძლია რომ გაიკეთოს ენქერი, იგი წარმოადგენს რომბის ფორმის მატერიას , რომელიც ბოლოვდება ორმაგი თასმით . ,, სარტყელზე ჩამოკიდული ენქერი ქრისტეს ხელსაწმენდს ნიშნავს. სარტყელზე ენქერის ქონა მოასწავებს, აგრეთვე, პილატეს, რომელმაც ხელები შეიმშრალა მასზე და ეს თქვა: „უდანაშაულო ვარ“ (მათე XXVII.24).’’(წმ.გერმანე)
გარდა სიმბოლური დატვირთვისა , მას აქვს აგრეთვე , წმიდა პრაქტიკული დანიშნულება და სასულიერო პირმა , შესაძლებელია გამოიყენოს იგი , დაჩოქვისას , მუხლების დასადებად .მისით შემოსვისას , იკითხება შემდეგი ლოცვა : ,, შეიბ მახვილი შენი წელთა შენთა , ძლიერო , შუენიერებითა შენითა , და სიკეთითა შენითა , და გარდააცუ და წარემართე , და სუფევდი , ჭეშმარიტებისათვის , და სიმშვიდისა , და სიმართლისა , და გიძღოდეს შენ საკვირველად მარჯვენე შენი ყოვლადვე , აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე . ამინ.’’ (კონდაკი ; გვ.92-93)

filფელონიფილონი -(ბერძ.) ,, ძველად ფელონი იყო ზარის ფორმის მრგვალი ტანსაცმელი , რომელსაც მხოლოდ თავზე ჩამოსაცმელად ჰქონდა ჭრილი. თანამედროვე ფელონს წინ დიდი ჭრილი აქვს . ღვთისმსახურების დროს მღვდელი ხელების მაღლა აწევ-დაწევით ფრთების მსგავსად აღნიშნავს ანგელოზურ ხარისხს , ხოლო შესრულებული მოქმედება უჩვენებს ღვთისმსახურების ძალას , რომლის საშუალებითაც ღვთისმსახური ასრულებს საიდუმლოს .
ფელონის გარეშე , მხოლოდ ეპიტრახილში ასრულებს მღვდელი შედარებით ნაკლებ საზეიმო მსახურებას (მცირე მწუხრი , სერობა ღამისთევით , შუაღამის მსახურება , ჟამნი , როცა სახარება არ იკითხება და სხვ ) .
საზეიმო მსახურების დროს მღვდელი აუცილებლად ფილონით იმოსება (ნათლისღება , მირონცხება , ქორწინების კურთხევა , ზეთის კურთხევა და სხვ.) სიმბოლურად აღნიშნავს სამოსელს , რომელიც იესოს ეცვა ჯვარცმის დროს.’’(გაბიძაშვილი ე. ; გვ.85 ) მისი შემოსვის დროს იკითხება შემდეგი ლოცვა :,, მღვდელთა შენთა , უფალო , შეიმოსონ სიმართლე , და წმიდანი შენნი სიხარულით იხარებდენ ყოვლადვე , აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე . ამინ.’’ (კონდაკი ; გვ.93 )
ფილონი , უკანა და წინა რაკურსით :

 მღვდელთმთავრის შესამოსელი :

იგი შედგება შვიდი ნაწილისაგან : სტიქარი , ოლარი , სარტყელი , სამაჯურები , ბისონი ( ფილონის ნაცვლად) , ომოფორი . მისი შვიდნაწილედობა განასახიერებს , ეკლესიის შვიდივე საიდუმლოს აღმსრულებელ სასულიერო პირს , საეკლესიო წეს-კანონთა სრულად აღმსრულებელს .

bishops-sakkosბისონი : ,, სამღვდელმთავრო ზედა ტანსაცმელი , წამოსასხამი , რომელიც ცვლის ფილონს და აქვს იგივე სულიერი მნიშვნელობა . არსებობს მოსაზრება , რომ ბისონი ქრისტიანმა იმპერატორებმა , თავისი სამეფო შესამოსელი , უბოძეს კონსტანტინოპოლის პატრიარქებს , რაც გახდა მათი განმასხვავებელი ნიშანი სხვა პროვინციების მღვდელთმთავრებისგან . ბისონი ისეთი პატივისცემით სარგებლობდა , რომ პატრიარქები მას წელიწადში მხოლოდ სამჯერ იცვამდნენ : აღდგომას , ქრისტეშობას და სულიწმინდის მოფენის დღესასწაულებზე . მეორე თვალსაზრისით , ბისონი აღნიშნავს ძაძას , ფლასს , ტომარას , უხეშ ტანსაცმელს – საკოსს ( = ძაძას , ტომარას ), რომელიც მორჩილებისა და სინანულის სიმბოლოს წარმოადგენდა , მას იცვამდნენ ქრისტიანი მეფეები , მეფეთა მეფის – ქრისტეს წინაშე თავიანთი მორჩილების გამოსახატავად . ბალზამონის (XII) მოწმობით , ბისონი მხოლოდ პატრიარქის სამოსია , უფორმობის გამო მას ხშირად ,, საკოსსაც’’ უწოდებდნენ ( ეს სახელწოდება შემოინახა რუსულმა ეკლესიამ ) . ეპისკოპოსებს ბისონის ჩაცმის უფლება მხოლოდ XVIII ს-ში დართეს . აღდგომას იცვამენ თეთრ ბისონს , ხოლო ვნების შვიდეულში – შავს . ბისონი აღნიშნავს სამგლოვიარო ძაძას და მოგვაგონებს იმ მეწამულ სამეფო მანტიას , რომლითაც დაცინვით შემოსეს ქრისტე და ეკლის გვირგვინი დაადგეს ჯვარცმის წინ.’’ (გაბიძაშვილი ე. გვ.43-44 )
(რადგან ბისონი ცვლის ფილონს , შემოსვის ლოცვაც ფილონისა გააჩნია . )

9ომოფორი -სამღვდელთმთავრო შესამოსლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. არსებობს ორი სახის ომოფორი-დიდი და მცირე . თავად ტერმინიც გვიჩვენებს , რომ მათ  შორის განსხვავებას , ზომა განაპირობებს . წირვისას , სამოციქულოს წაკითხვის წინ, ეპისკოპოსი იხსნის დიდ ომოფორს და წირვის დასრულებამდე , იმოსება მცირეთი . ომოფორის გარეშე , მღვდელთმთავარს არ შეუძლია , ლიტურგიკული ღვთისმსახურების ჩატარება . ,, ეპისკოპოსის მიერ მოსხმული ომოფორი ასაჩინოებს იმ გზააბნეული ცხვრის ტყავს, რომელიც უფალმა იპოვა, ბეჭებზე შეისვა და მის ფარაში აღრიცხა. ჯვარსაც აღნიშნავსომოფორი, რადგანაც ქრისტემ სწორედ ბეჭზე იტვირთა თავისი ჯვარი. ამასთან, ისინი, რომლებიც ქრისტესებრ ცხოვრებას ეშურებიან, ბეჭებით ეზადებიან თავის ჯვარს ანუ – ტანჯვაწამებას, რადგანაც ვნების სიმბოლოა ჯვარი.’’(წმ.გერმანე)
ომოფორით შემოსვისას , დიაკვნის მიერ იკითხება შემდეგი ლოცვა :,, ჯვარსა ზედა ქრისტე შეცდომილი კაცობრივი ბუნება აღიხვენ და ამაღლდი და მიჰგვარე ღმერთსა და მამასა , ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე . ამინ .’’
მცირე ომოფორი და სამღვდელთმთავრო შესამოსელი , დიდი ომოფორით :

გარდა ზემოთჩამოთვლილებისა , ეპისკოპოსის შესამოსელს კიდევ ემატება რამდენიმე ნიუანსი , რაც გამოწვეულია , მისი სტატუსის გამო .
mantiaმანტია ,, მანტია // მაზარა – მონაზონის შავი ფერის შესამოსელი , რომელიც ფარავს მთელ სხეულს , თავის გარდა .სიმბოლურად გამოხატავს ფრთოსან ანგელოზს . ტანის მთლიანად დაფარვა ნიშანია მკაცრი მონაზვნური ცხოვრებისა , მოკრძალებისა და სიმდაბლისა , რომ მონაზონის არც ხელი ,არც ფეხი და არც სხვა ნაწილი , აღარ ცხოვრობს ამქვეყნიური საქმიანობისთვის . მანტიის ტარება სამონასტრო იერარქიის ყველა პირისათვის აუცილებელია ღვთისმსახურების დროს . მაზარა არის სამონაზვნო შესამოსელი , მანტიას კი ატარებენ არქიმანდრიტები და მონასტრის წინამძღვრები ( იღუმენი) , რომელიც არის ფერადი , ზემო და ქვემო კიდეებში დაკერებული აქვთ კვადრატული ნაჭრები , რომელიც გამოხატავს ,,სჯულის ფიცარს’’, რომლითაც ხელმძღვანელობენ ისინი . ‘’(გაბიძაშვილი ე. ; გვ.62) სამწუხაროა , თუმცა უნდა აღვნიშნოთ , რომ ქართულ საღვთისმსახურო პრაქტიკაში , რამდენიმე გამონაკლისის გარდა , მხოლოდ ეპისკოპოსი იმოსება მანტიით . წირვისას , როდესაც იგი შემოდის ტაძარში ,( სხვადასხვა ქვეყნების საღვთისმსახურო პრაქტიკაში , შეიძლება შევხვდეთ , ტაძრის გარეთ შემოსვასაც) .  მოსავენ ხსენებული შესამოსლით ,ხოლო როდესაც იგი ემთხვევა კანკელის ხატებს , დალოცავს მრევლს და დადგება შუა ტაძარში , განიმოსება მანტიით და იწყება , სრული შესამოსლით შემოსვა

mitraმიტრა – ,, ( ბერძ. ,, თავზე წასაკრავი’’) – ხატებითა და ძვირფასი თვლებით მოჭედილი სამღვდელთმთავრო გვირგვინი , რომელსაც მღვდელთმთავარი წირვა-ლოცვაზე იხურავს .
ძველად საბერძნეთში მიტრას უწოდებდნენ თავსაკრავს , თავზე წასაკვრელ ფართო ბაფთას , რომელიც ინასკვებოდა კეფაზე და გრძელი ბოლოებით ზურგზე ეშვებოდა . დროთა განმავლობაში მოსარტყმელმა ბაფთამ მიიღო ქუდის ფორმა , რომელიც ზემოდან ღია იყო , წინა მხარეს კი – ამოქარგული ხატებით შემკული . XII ს-დან მიტრა იღებს გვირგვინის ფორმას და იქცევა ეპისკოპოსის შესამოსელ აუცილებელ ნაწილად .
აღმოსავლეთის ეკლესიაში ეპისკოპოსის მიტრა სიმბოლურად მეფის მიტრას გაუთანაბრდა , რადგან ეპისკოპოსი მღვდელმსახურების დროს წარმოადგენს ზეცათა მეუფეს – იესო ქრისტეს . გარდა ამისა, მიტრა მიანიშნებს ეკლის გვირგვინს , რომელიც ქრისტეს დაადგეს თავზე (მათე 27 , 29 ) აგრეთვე სუდარას , რომელიც დამარხვისას თავზე შემოახვიეს. (იოან.20,7) .
საქართველოში მიტრას მღვდელმთავართა გარდა ატარებენ არქიმანდრიტები და ზოგიერთი დეკანოზი (მათთვის ეს ჯილდოა – ეს წესი დააკანონა მოსკოვის 1667 წ. საეკლესიო კრებამ . პატრიარქისა და მიტროპოლიტების მიტრაზე აღმართულია პატიოსანი ქვებით მოოჭვლი ჯვარი . ‘’ (გაბიძაშვილი ე. ; გვ . 66 )

აღსანიშნავია ის ფაქტიც , რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში , მიტრის ტარების მხრივ , გამორჩეულია ალექსანდრიის ეკლესია და მისი მმართველი . გამომდინარე იქიდან რომ , იგი იწოდება როგორც – ,,პაპი და პატრიარქი ალექსანდრიისა’’ , მსახურების დროს , პატრიარქის მიტრასთან ერთად იყენებს , პაპის ტიარასაც .

მიტრის დაფარებისას იკითხება შემდეგი ლოცვა : ,, უფლისა მიმართ ვილოცოთ ,უფალო შეგვიწყალენ . დაგადგა უფალმან გვირგვინი ქვისა მისგან პატიოსნისა , ცხოვრებაი გთხოვა შენ და მიეც მას , განგრძობაი დღეთა , ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე , ამინ . ‘’

kvertaaaaკვერთხი ,, უმაღლესი იერარქის რეგალია , სპეციალური ჯოხი , დამზადებულია ძვლის , ხის , ან ლითონისაგან , მღვდელთმთავრის საკუთრება , რომელიც მას ეძლევა მისი კურთხევის დროს, ლიტურგიის დამთავრების შემდეგ . კვერთხი წარმოადგენს სამწყსოზე მწყემსის ძალაუფლების სიმბოლოს . იგი ეძლევა აგრეთვე არქიმანდრიტსა და მონასტრის წინამძღვარს , იღუმენს . ‘’

სასულიერო პირები კვერთხს ატარებდნენ , ძველი აღთქმის პერიოდშიც და იგი მიიჩნეოდა , მნიშვნელოვან აქესესუარად .  ამის დასტურად კმარა , აარონის კვერთხის შესახებ  ისტორიის გახსენებაც , რომელიც განედლდა და აღთქმის კიდობანში ინახებოდა.

გამოვყოფთ ორი სახის კვერთხს . საღვთისმსახუროს და ყოველდღიურს . ყოველდღიური კვერთხი სადა და უმეტესად შავი ფერის.  როდესაც მსახურების წინ , ეპისკოპოსი მობრძანდება ტაძარში , შემოსვლისთანავე გამოართმევენ მას , შემოსავენ მანტიით და მისცემენ იმ კვერთხს , რომელიც ლიტურგიის დროს გამოიყენება ხოლო შავი კვერთხი კი აღარაა საჭირო , მსახურების დასულებამდე . გარდა   სიმბოლური მნიშვნელობისა , კვერთხს პრაქტიკული დატვირთვაც გააჩნია და სიარულში უწყობს ხელს სასულიერო პირს .

შესამოსლი ფერები და მათი სიმბოლური დატვირთვა :
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა , რომელიც აღნიშნულ საკითხთან კავშირშია ,არის შესამოსელთა ფერების განაწილება , ამა თუ იმ მსახურებაზე . რამდენიმე გამონაკლისის გარდა , თამამად შეგვიძლია ვთქვათ , რომ სამწუხაროდ , საქართველოში ეს საკითხი , სრულიად უგულვებელყოფილია  . არადა , უმეტეს ავტოკეფალურ ეკლესიებში , მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა მას . ( მაგალითისთვის მოვიტანთ , ანტიოქიის ეკლესიის ერთ-ერთ ვებგვერდს , რომელზეც ნათლად ჩანს , შესამოსლის ფერების გადანაწილება , მთელი წლის მანძილზე . იხ : http://www.antiochian.org/midwest/liturgical-colors )
ამ შემთხვევაში არ დავკონკრეტდებით იმ ნიუანსებზე , რომლებიც გავრცელებულნი არიან , სხვადასხვა ეკლესიებში . (მაგ : ერთსა და იმავე დღესასწაულზე , ლოკალური საღვთისმსახურო ტრადიციის მიხედვით , შესაძლებელია ბერძენი სამღვდელოება სხვა ფრად შეიმოსოს , იერუსალიმელი სხვად , ანტიოქიელი სხვად , რუსი – რადიკალურად განსხვავებულად და.ა.შ.) უბრალოდ , ჩამოვწერთ შესამოსლის ფერთა სიმბოლურ ნიშნებს , ხოლო შემდეგ იმ მნიშვნელოვან თარიღებს , როდესაც ისინი უნდა ჩაიცვან სასულიერო პირებმა , ღვთისმსახურების შესრულებისას .
თეთრი – სისპეტაკის , სიწმინდის , უბიწოების სიმბლოლური სახეა .
წითელი – სისხლის , თავგანწირვის , მოწამეობის .
შავი – მწუხარების , სევდის ,გლოვის .
ლურჯი – უსაზღვროების , სიბრძნის .
ცისფერი – მუდმივი ცხოვრების , განახლებული კაცობრივი ბუნების , სიწმინდის .
მწვანე – ცხოველმყოფელობის, განახლების , გაცოცხლების .
ყვითელი – სიკაშკაშის ,  მცხუნვარე რწმენის , მადლისმიერი მანათობლობის .

ხსენებული სიმბოლური დატვირთვიდან გამომდინარე , სასულიერო პირი , ჩამოთვლილ დღესასწაულებზე ღვთისმსახურებისას , სასურველია შეიმოსოს შემდეგნაირად:

1) ზოგადად , საუფლო დღესასწაულებზე ,  – თეთრი .
2) კვირა დღეებში – თეთრი ან წითელი .
3) დიდმარხვისას , კვირა დღეებში – გარდამავალი ფერი .( შესაძლებელია – ლურჯი)
4) დიდმარხვისას , სადაგ დღეებში – შავი
5) ბზობას და წმიდა სამების მოხსენიების დღეებში – მწვანე .
6) ღვთისმშობლის მოხსენიების დღეებში– ცისფერი .
7) აღმსარებელთა და იმ წმიდანთა ხსენებისას , რომლებიც წამებით არ აღესრულენ – ყვითელი .

გამოყენებული ლიტერატურა :
1-გაბძაშვილი ენრიკო – ,,ლიტურგიკა – ჰიმნოგრაფია ; ტომი – 5 ; თბილისი – 2011 წელი .

2-თბილისის სასულიერო აკადემიის , საღვთისმეტყველო შრომები ; II ნაწილი . (თბილისი – 2004 წელი)

3-სამღვდელო კონდაკი ; გამოიცა – პატრიარქ – ილია II- ის , ლოცვა-კურთხევით .თბილისი , 2008 წელი ,

ინტერნეტ მასალები :

http://www.antiochian.org/midwest/liturgical-colors

https://www.facebook.com/atelje.axios/photos_albums

http://www.pravmir.ru/svyashhennye-oblacheniya/#ixzz36RATJoWp

შენიშვნები :

[1]-ამგვარი სახით – (გაბიძაშვილი ე. გვ. … ) , წინამდებარე ნაშრომში მოვიტანთ ხოლმე ციტატებს , ენრიკო გაბძაშვილის წიგნიდან – ,,ლიტურგიკა – ჰიმნოგრაფია ; ტომი – 5 ; თბილისი – 2011 წელი .

[2]-ამგვარი სახით – (კონდაკი , გვ. … ) , წინამდებარე ნაშრომში მოვიტანთ ხოლმე ციტატებს , სამღვდელო კონდაკიდან , რომელიც გამოცემულია თბილისში , 2008 წელს , პატრიარქ – ილიაII- ის , ლოცვა-კურთხევით .

[3]-წინამდებარე ნაშრომში , წმ.გერმანე კონსტანტინოპოლელის ციტატები მოგვაქვს მისი შრომიდან – ,,საეკლესიო თხრობა და საიდუმლოთა ჭვრეტა ’’ , რომელიც გამოიცა – პროფესორ ედიშერ ჭელიძის მიერ და დაიბეჭდა – თბილისის სასულიერო აკადემიის , საღვთისმეტყველო შრომების , II ნაწილში . (თბილისი – 2004 წელი)

წყარო www. seminarieli.wordpress.com

11041763_859523590772533_5013251491394608141_n

კომენტარები