სანაპიროს ქუჩის მცხოვრებლები პრობლემების მოგვარებას ითხოვენ და ხელისუფლებას დანაპირების შესრულებისკენ მოუწოდებენ

   ხაშურში სანაპიროს ქუჩის მცხოვრებლები მოუწესრიგებელ სანიაღვრე სისტემას უჩივიან. ქუჩა მდინარე სურამულას სანაპიროზეა. აქ მდინარის ჯებირები დანგრეულია, მდინარე დაბინძურებულია და ანტისანიტარიაა. მცხოვრებლები ზაფხულობით ქვეწარმავლებს და წლის ნებისმიერ დროს საშინელ სუნს და დანაპირების შეუსრულებლობას უჩივიან. ,,ხაშური ნიუსს“ სანაპიროს ქუჩის ერთ-ერთი მცხოვრები, ხაშურის ახალგაზრდული თვითმმართველობის წევრი თედო მესხი გაესაუბრა.

თედო მესხი: ,,დიდი ხანია ჩვენი ქუჩის მცხოვრებნი მრავალ პრობლემას ვუჩივით. აღსანიშნავია, რომ ოქტომბრის ქუჩის კანალიზაცია მდინარე სურამულაზეა მიერთებული, რომელიც აბინძურებს მდინარეს, აქვს საშინელი სუნი და არის ანტისანიტარია. ყოველივე უკვე აუტანელია. მნიშვნელობა არ აქვს წელიწადის დროს, პრობლემა ყველა სეზონზე ერთნაირია. ზაფხულობით მოსახლეობა ქვეწარმავლების სიმრავლემაც შეგვაწუხა. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში არაერთი წერილი დავწერეთ და რეაგირება არ მომხდარა. ქუჩაზე გაუსაძლისი სიტუაციაა. ,,ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, როდესაც მოსახლეობასთან შეხვედრებზე გამგებლობის კანდიდატი ბატონი გიორგი გურასპაშვილი და ხაშურის მაჟორიტარობის კანდიდატი ბატონი დავით გელაშვილი იყვნენ დაგვპირდნენ, რომ პრობლებას მოაგვარებდნენ და მცხოვრებთ ეს საკითხი აღარ შეაწუხებდათ. მიუხედავად ამისა პრობლემა დღემდე მოუგვარებელია. გარდა ამისა გასაწმენდია მდინარე და აღსადგენია ნახევრად დანგრეული ჯებირები. ქუჩას დიდი ზიანი მიადგა სურამულას ადიდების დროსაც და იგივეს გამეორება მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს ყველა ჩვენგანს“.

10959579_869765856400352_1292071240331224218_n 10968404_869765706400367_8563324408509190733_n 10991379_869764969733774_2322448035403410018_n 10991427_869765139733757_6675355236364241256_n

DSCN8287DSCN8289

კომენტარები

Comments

  1. ეხლა მჯერავს რომ რაღაცას მიაღწევთ!