“საბავშვო თეატრალურ-ლიტერატურული სტუდია” აცხადებს მოსწავლეთა მიღებას

ვისაც სურს მიიღოს მასტერკლასი მხატვრულ კითხვასა და თეატრალურ ხელოვნებაში, მიაკითხოს პოეტ ეკა ბაქრაძეს, რომელმაც ახლახან ხაშურის N 1 საჯარო სკოლაში გახსნა ,,საბავშვო თეატრალურ-ლიტერატურული სტუდია”. სტუდიის მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ მაღალ პროფესიულ დონეზე შეისწავლონ სასცენო ხელოვნება, მათი ძალებით დაიდგმება ლიტერატურული სპექტაკლები, კომპოზიციები. მეცადინეობები გაიმართება კვირაში სამჯერ. მსურველებმა დარეკონ ტელეფონზე: 5 95 59 25 31

კომენტარები