რამაზ ნოზაძე – გავიცნოთ ხაშურის მერობის კანდიდატები

2017 წლის 21 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია.  ,,ხაშური ნიუსი” ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კიდევ უფრო აქტიურად გაგაცნობთ ხაშურის მერობის კანდიდატებს და მათ აქტივობებს.  ამჯერად ხაშურის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს რამაზ ნოზაძეს გაგაცნობთ.

რამაზ ნოზაძე დაიბადა ხაშურში, 1972 წლის 11 ნოემბერს.

1994-1998 წწ. მუშაობდა სს “საქართველოს ბანკში“ სავალუტო ოპერაციების სპეციალისტად,

1998 წელს დაამთავრა ქ.თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი, ეკონომიკის ფაკულტეტი.

1988-2000 წლებში ცხოვრობდა და სწავლობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში,
2000-2005 წლებში მუშაობდა სს „თიბისი ბანკში“ სესხების ადმინისტრატორის თანამდებობაზე,
2003- 2009 წლებში ჰქონდა კერძო ბიზნესი,
2009-2010 წლებში მუშაობდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში, საფინანსო სახელმწიფო შესყიდვების და ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსად,
2010-2015 წლებში ჰქონდა კერძო ბიზნესი.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში იყო ხაშურის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან”.
2017 წელს აქტიურად მონაწილეობდა გაერთიანება ,,ქართული მარშის” ღონისძიებებსა და აქტივობებში.

კომენტარები