ნინო გვენეტაძის ბიოგრაფია

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძე წარადგინა.

ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე შემდეგ ორგანიზაციებს ჰყავდათ წარდგენილი:  არასამთავრობო ორგანიზაციები: „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ალეკო ცქიტიშვილი;„საზოგადოებრივი დამცველი“ ირინა ფუტკარაძე, „ახალგაზრდები სამართლიანობისთვის“ თამარ გაბიანი, „მედიის ინსტიტუტი“ ირმა მამასახლისი, „იურისტ ქალთა კავშირი“ ნუკა კობალავა, ა.ი.პ „გენდერული თანასწორობის კვლევისა და განვითარების ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი, მეცნიერებათა დოქტორი, თამარ კუჭავა, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ახალგაზრდა ადვოკატები“ ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი, თ.წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი ოთარ გამყრელიძე.

ნინო გვენეტაძე ხაშურში 1964 წლის 27 იანვარს დაიბადა. ის პროფესიით სამართალმცოდნეა. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი და თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი.

ნინო გვენეტაძე – (1998-1999) წლებში “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე იყო.

1999 წელს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მუშაობდა. საიდანაც 2005 წელს წამოვიდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ნინო გვენეტაძე, დავით სულაქველიძე და მერაბ ტურავა პირველები იყვნენ, რომლებმაც 2005 წელს,  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი და იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე მოსამართლეებზე განხორციელებულ ზეწოლაში დაადანაშაულეს.

2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში კი კენჭს რესპუბლიკური პარტიიდან ხაშურში იყრიდა.

კომენტარები

Comments

  1. ეს ისევ ის ნინოა რომელიც თავის დროზე არ დააფასა ხაშურმა,სწორედ ესაა ქართველი ხალხის დიდი მინუსი როცა საშვალება აქვთ თავისიანს არაფასებენ და თუ მასში დადებითს სხვა გააპიარებს მაშინ ყველას ახსენდება ისარაააააააა? ჩვენი

  2. ვარ უაღრესად გახარებული პრეზიდენტის არჩევანით. ნინო თავისი ცხოვრების ყველა ეტაპზე იყო სანიმუშო ადამიანი, შესანიშნავ ოჯახში გაზრდილმა საკუთარი ნიჭით და შრომისმოყვარეობით გაიარა უაღრესად საინტერესო ცხოვრებისეული გზა. იქნებ ახლა მაინც მიხვდეს ხაშური, მისი სახით რა დონის თანამემამულე ჰყავს. ჩვენ კი -მის გულშემატკივრებს, ალბათ, აღარასოდეს მოგვიწევს დევნა მისი კანდიდატურის მხარდაჭერის გამო. არადა, ასეთი პერიოდიც იყო პირადად ჩემ ცხოვრებაში. წარმატებები ჩვენს საამაყო ქალბატონს!

  3. ნინოს,ჩემს უახოეს ადამიანს, ვუსურვებ წარმატებებს!