ნახევრად გაკეთებული ქუჩის განათება დუმაცხოვში და მოტყუებული მოსახლეობა

ხაშურის მუნიციპალიტეტში,  ჭერათხევის ხეობაში რამდენიმე მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფელია,  მათ შორის კი სოფელი დუმაცხოვია.  დუმაცხოვი ამჟამად ალის თემში შედის და 2014 წლის საყოველთაო აღწერით 111 კაცი ფიქსირდება.

გასული წლის ზაფხულში სოფელში ძველ ხის ბოძებზე ლამპიონები დამონტაჟდა და მოსახლეობაც დიდი სიხარულით ელოდებოდა სოფელში ქუჩის განათების ჩართვას.  ადგილობრივთა ცნობით ხაშურის  მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურს პატარა სოფლის  სრულად გასანათებლად ლამპიონები არ ეყო და ადგილობრივებს პირობა მისცეს ვიდრე სრულად არ დააყენებდნენ განათება არ ჩაირთვებოდა,  სრულად დაყენებას კი რამდენიმე კვირის ვადაში დაპირდნენ,  თუმცა ერთ თვეში განათება ისე ჩართეს დარჩენილი ლამპიონების დამონტაჟება დავიწყებიათ.

აგერ უკვე ერთი წელი გავიდა და ამჟამად სოფელში 20-მდე საცხოვრებელ სახლთან ქუჩის განათება კვლავ არ არის და ადგილობრივთა თქმით დაპირებული საქმე მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურს აღარ ახსოვს.

მოსახლეობა ქუჩის განათების სრულად დამონტაჯებას მოითხოვს და დახმარებას ხაშურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვს.

კომენტარები