მურად მთვარელიძის საჯარო ლექცია ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში

17 მარტს, 15:00 საათზე, ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის  საგამოფენო დარბაზში ჩატარდება საჯარო ლექცია ვეზირიშვილების ოჯახის ისტორიის შესახებ.

ლექციას წაიკითხავს მწერალი, ლიტერატურათმცოდნე მურად მთვარელიძე.

შეგახსენებთ, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოსიაურში ვეზირიშვილების ისტორიული სასახლე ინგრევა.

ამ სასახლეში გაატარა თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი ნიკოლოზ ბარათაშვილის დამ – ბარბარემ, აქ გარდაიცვალა და სოფელ ოსიაურშივე დაკრძალეს მელიტონ ბარათაშვილი, ამ სასახეში გაატარა ბავშვობა მიხეილ ვეზირიშვილმა, ნინო ვეზირიშვილმა- ვანო მაჩაბლის ძმის ვასილის მეუღლემ, პრინცი მაჩაბელის დედამ. გაიგეთ მეტი ამ სასახლის ისტორიული, კულტურული მნიშვნელობის შესახებ.

დასწრება თავისუფალია

მურად მთვარელიძის საჯარო ლექცია

კომენტარები