მურად მთვარელიძის ,,მესამე ნაპირი“ -ს პრეზენტაცია

   9 ოქტომბერს,  ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართა პოეტის, პროზაიკოსის, პუბლიცისტის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის , პროფესორის, განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, პედაგოგის და საზოგადო მოღვაწის – ბატონ მურად მთვარელიძის წიგნის ,,მესამე ნაპირი“ -ს პრეზენტაცია.
შეხვედრას ესწრებოდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა შუბითიძე, კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი კოტე ფრუიძე, საგანმანათლებლო რესურს- ცენტრის თანამშრომლები, ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომლები, ფილოლოგები და პოეტ მურად მთვარელიძის მეგობრები.
ღონისძიებაზე ხაშურის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს პოეტის ლექსები, რომელიც ახალ კრებულშია შესული.

1653778_724474204292088_4796483798532664852_n

კომენტარები