მიხეილ ქავთარიას იუბილე ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ქართულ ხელნაწერთა დიდი მოამაგე მიხეილ ქავთარია დიმიტრი ყიფიანის მედლით დაჯილდოვდა.
ბატონ მიხეილ ქავთარიას 85 წლის იუბილე ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში აღნიშნეს. მიხეილ ქავთარია ერთ-ერთი მათგანია, რომელიც იმ დიდ საქმეს ემსახურება, რომელსაც ქართული კულტურა, მეცნიერება და განათლება ჰქვია. იგი ეროვნული ცენტრის თანამშრომელია მისი დაარსებიდან დღემდე. მისი ცნობილი ნაშრომები „XVII-XVIII საუკუნეების ქართული ჰიმნოგრაფია”, „დავით გარეჯის ლიტერატურული სკოლა”, „XVII საუკუნის საზოგადოებრივი აზრის ისტორია” .
მისი რედაქტორობით გამოდის „მწიგნობრობა ქართულის” 15-ტომეული. ხაშურის მუნიციპალიტეტმა ბატონ მიხეილ ქავთარიას, ქართული კულტურასა და მეცნიერებაში შეტანილი უდიდესი წვლილისათვის საპატიო ხაშურელის წოდება და დიმიტრი ყიფიანის სახელობის მედალი გადაეცა. იუბილეს ესწრებოდნენ ბატონი მიშას თანაკლასელები, კოლეგები: თამაზ ჯოლოგუა, მაია რაფავა, ენრიკო გაბიძაშვილი, ნინო მელიქიშვილი, ეთერ ქათარაძე, ლევან რატიანი, დავით შენგელია. კოლეგებმა მის როგორც პროფესიულ, ისე განსაკუთრებულ პიროვნულ თვისებებზე ისაუბრეს. აქვე მოეწყო მიხეილ ქავთარიას ბავშვობისა და ცხოვრების ამსახველი მცირე გამოფენა.

1501057_594711820658474_7178987839505182579_o

კომენტარები