მიმართვა კახი კალაძეს – ,,რატომ არ დაიწყო წმიდა დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რესტავრაცია?”

ბატონო ვიცე პრემიერო

მოგეხსენებათ, რომ შარშან,2014 წელს,საქართველოს პრემიერ მინისტრის,ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ძალისხმევითა და მონაწილეობით,ქვიშხეთში,დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყებას ჩაეყარა საფუძველი.მომზადდა პროექტი,მაგრამ პროექტის განხორციელების დაფინანსება,რომელიც 2015 წლისთვის იყო გათვალისწინებული,შეჩერებულია…
სამწუხაროდ კითხვაზე,თუ რატომ არ დაიწყო რესტავრაცია ,ან რამდენად ფეხბედნიერი იქნება დამდეგი 2016 წელი წმინდანის სახლ-მუზეუმთან მიმართებაში,პასუხი დღემდე არ გვაქვს…
რადგან თქვენი და ჩვენი ინტერესები საერთო საქმის საკეთილდღეოდ ერთმანეთს ემთხვევა,ვიმედოვნებთ,დამდეგ წელს დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რესტავრაცია კიდევ ერთი მამულიშვილური ნაბიჯი იქნება ქართული კულტურის ისტორიაში.
ქვიშხეთის ინტელიგეციის სახელით
დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის თანამშრომლები.
14/12/2015წ

წინამდებარე წერილი,ხაშურში ყოფნის დროს,პირადად გადაეცა ბატონ კახი კალაძეს.ვიმედოვნებთ,ამჯერად გვექნება პასუხი

წყარო: დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი

კომენტარები