,,მე რომ უკრაინელი არ ვიყო, ვისურვებდი ქართველი ვყოფილიყავი”- ლესია უკრაინკა

“რა საინტერესო, რა საუცხოო მხარეა საქართველო, რა სიმამაცე და გმირობა უნდა ჰქონოდა ერთ მუჭა ხალხს, რომ გადარჩენოდა ამდენ საშინელ ქარტეხილსა და უბედურებას. მე რომ უკრაინელი არ ვიყო, ვისურვებდი ქართველი ვყოფილიყავი”

 ”ქართველები კავკასიაში მუდამ პირველები იყვნენ თავიანთი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ბრძოლის სულისკვეთებით… თუ თვალს გადავავლებთ მსოფლიოს მეზობელ ხალხთა ურთიერთობებს, უსათუოდ დამეთანხმებით, რომ ქართველები, როგორც მეზობლები, ქვეყნად ერთ-ერთი საუკეთესონი არიან”– წერს ლარისა პეტრივნა კოსაჩ-კვიტკა, ქალი, რომელიც ჩვენთვის ყველასთვის კარგად არის ცნობილი ლიტერატურული ფსევდონიმით ლესია უკრაინკა. იგი გახლათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი უკრაინელი პოეტი და წამყვანი მწერალი ქალი უკრაინულ ლიტერატურაში.

ლესია უკრაინკა (ლარისა კოსაჩი) დაიბადა 1871 წლის 25 თებერვალს ქალაქ ნოვოგრად-ვოლონსკში. მამამისი პეტრე კოსაჩი საზოგადო მოღვაწე იყო, ხოლო დედა – ოლღა კოსაჩი კი ცნობილი მწერალი – ოლენა პჩილკა იყო.ლესიამ მშობლების დახმარებით ოჯახში საფუძვლიანი განათლება მიიღო, მამა ძალიან განათლებული იყო და შვილებს ხშირად უკითხავდა კლასიკოსებს, გამორჩეულად ჰყვარებია სალტიკოვ შჩედრინი, ხოლო დედამ ბავშვებს კითხვა მისთვის უსაყვარლესი მწერლის, ტარას შევჩენკოს “კობზარით” დააწყებინა. ლესიას საოცარი ნიჭი აღმოაჩნდა, იოლად შეისწავლა ფრანგული, გერმანილი, ინგლისური, იტალიური, ბერძნული, ლათინური, პოლონური, ბულგარული, რუსული და სხვა ენები. ლექსების წერა 9 წლისამ დაიწყო.

ლესია უკრაინკას ცხოვრება და შემოქმედებითი გზა უწყვეტად უკავშირდება საქართველოს. აქ პოეტი, პერიოდულად, 10 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა. ბათუმში, თბილისში, თელავში, ხონში. ქუთაისში ცხოვრებისას მან საუკეთესო დრამატული ნაწარმოებები შექმნა  – „ტყის ზღაპარი”, „ქვის ბატონი”, „რუფინი და პრისცილა”.

ლესია უკრაინკა საქართველოდან თავის ოჯახის წევრებს წერდა: „ასეთი საინტერესო, განსაცვიფრებელი მხარე – საქართველო! შეუძლებელია იცხოვრო ასეთ მშვენიერ მხარეში და არ იყო პოეტი. მე დიდ მსგავსებას ვხედავ ჩემს სამშობლოსა და საქართველოს შორის. როცა ალაზნის ხეობას ვუყურებ, დნეპრის სანაპირო მახსენდება…”

პოეტის ცხოვრებაც საქართველოში დასრულდა – ის დაბა სურამში 42 წლისასაკში გარდაიცვალა.

სწორედ 21 სექტემბერს, დაბა სურამში, სადაც მდებარეობს ლესია უკრაინკას სახელობის მუზეუმი აღინიშნა ,,ლესიაობა”. მუზეუმს სტუმობდა დელეგაცია პოეტის სამშობლოდან  რაინის ხელისუფლების წარმომადგნლბთან ერთად. სტუმრებმა დაათვალიერეს  მუზეუმის ფონდებში დაცულია ცნობილი უკრაინელი პოეტისა და მწერლის ლესია უკრაინკას ცხოვრებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებული მასალები: პოეტის კრებულები, ხელნაწერები, სხვადასხავა ხასიათის დოკუმენტები, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ნუმიზმატიკური, ფოტო და ეთნოგრაფიული მასალა. პატივი მიაგეს პოეტის ხსოვნას და გვირგვინებით შეამკეს მისი ძეგლი.

ღონისძიბაში აქტიურად იყვნენ ჩართულები ხაშურის ახალგაზრდული თვითმმართველობის წარმომადგენლები, რომლებმაც ღონისძიბაზე წაიკითხეს  პეტიცია და სოლიდარობის ნიშნად, სიმბოლურად მტრედები გაუშვეს.

საღამოს, ხაშურის ცენტრალურ მოედანზე,ახალგაზრდული თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სიმბოლურად, უკრაინის დროშის ფერებში ანთებული სანთლებითა და ცაში გაშვებული ფრანებით დაასრულეს ღონისძიბა.

ლესია უკრაინკა საქართველოსა და უკრაინის ისტორიული ურთიერთობის სიმბოლოდ იქცა და მუდმივად იქნება ორი ერის მეგობრული კავშირის საფუძველი.

ნინო შუბითიძე

კომენტარები

Comments

  1. egrea chven da ukrainelebi dzmebi vart.eg saukuneebia ukve