მეშვიდე სემინარი სურამისა და ხაშურის ეპარქიაში – „მეოთხე, მეხუთე და მეექვსე მსოფლიო საეკლესიო კრებები“

2015 წლის 20 თებერვალს სურამისა და ხაშურის ეპარქიის სასულიერო პირებისთვის, წმ. დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონში გაიმართა რიგით მეშვიდე სემინარი. მომხსენებელი ბრძანდებოდა თბილისის სასულიერო აკადემიის, ეკლესიის ისტორიის, კანონიკური სამართლისა და ასკეტიკის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი დეკანოზი მაქსიმე ჭანტურია. მოხსენების თემა: „მეოთხე, მეხუთე და მეექვსე მსოფლიო საეკლესიო კრებები“. შემდეგი მოხსენება გაიმართება მარტის პირველ ნახევარში იგივე პროფესორის მიერ თემაზე: „მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრება და მსოფლიო საეკლესიო კრებების წყაროები და ლიტერატურა“.

 სემინარების მოწყობას, თემების შერჩევასა და პროფესორების მოწვევას ხელმძღვანელობს და კოორდინირებას უწევს თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი გივი ლომიძე.

სურამისა და ხაშურის ეპარქია-2 სურამისა და ხაშურის ეპარქია-3 სურამისა და ხაშურის ეპარქია-4 სურამისა და ხაშურის ეპარქია-5

კომენტარები