მერვე სემინარი სურამისა და ხაშურის ეპარქიაში – „მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრება“

 2015 წლის 4 მარტს სურამისა და ხაშურის ეპარქიის სასულიერო პირებისთვის, წმ. დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონში გაიმართა რიგით მერვე სემინარი. მომხსენებელი ბრძანდებოდა თბილისის სასულიერო აკადემიის, ეკლესიის ისტორიის, კანონიკური სამართლისა და ასკეტიკის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი დეკანოზი მაქსიმე ჭანტურია. მოხსენების თემა: „მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრება“. შემდეგი მოხსენება გაიმართება მარტის მეორე ნახევარში; მომხსენებელი იქნება თეოლოგიისა და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ედიშერ ჭელიძე.

 სემინარების მოწყობას, თემების შერჩევასა და პროფესორების მოწვევას ხელმძღვანელობს და კოორდინირებას უწევს თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი გივი ლომიძე.

961792_10205222326429548_1486097819_n 11026568_10205222326389547_139760369_n 11040219_10205222326469549_1359801560_n 11047102_10205222326349546_996025685_n

კომენტარები