,,ლიბერთი ბანკის” თუ დიმიტრი ყიფიანის სახელობის მოედანი ხაშურში

 ცოტა ხნის წინ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქალაქ ხაშურის ცენტრალურ მოედანს დიმიტრი ყიფიანის სახელი მიენიჭა. ამ ფაქტმა გაახარა ხაშურის საზოგადოება და იმის მოლოდინი გაუჩნდათ, რომ ,,გაშიშვლებულ” მოედანს მეტად დაეტყობოდა ღირსეული საზოგადო მოღვაწის, ქართველი წმიდანის სახელის მინიჭება. ყველასთვის სამწუხაროდ მოედანზე მხოლოდ ერთი აბრა გაჩნდა, რომელიც ,,ლიბერთი ბანკმა” დაამზადებინა და შესაბამისად ქალაქის ცენტრალურ მოედანზე განთავსებულ ბანერზე ,,ლიბერთი ბანკს” საგანგებო ადგილი უჭირავს და უფრო სარეკლამო დანიშნულება აქვს, ვიდრე მოედნის სახელწოდების აღმნიშვნელი.

 ფაქტს გამოეხმაურა დიმიტრი ყიფიანის შთამომავალი, ქალბატონი თამარ მიქაძე და სოციალურ ქსელში სხვა მრავალი ადამიანი, რომლებიც ამ ფაქტის გამო აღშფოთებას ვერ მალავენ.

 აქვე არსებულ დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკვერში უკვე მრავალი წელია ქვის ფილაა განთავსებული, რომელზეც წერია, რომ უნდა აღიმართოს ქართველი საზოგადო მოღვაწის უკვდავსაყოფად შესაბამისი მემორიალი. თუმცა ეს ფაქტი ჯერ კიდევ არავის გახსენებია.

10408565_1094923467199924_5218633024097902018_n 10307193_1094916877200583_4819701115967392473_n

კომენტარები

Comments

  1. Miro Gvantsa says:

    ყველაფერში ცუდს როგორ ხედავთ? კარგის დანახვა არ შეგიძლიათ !! აქამდე არაფერი კეთდებოდა ხაშურში და ყველას დასაცინი ქალაქი იყო იუმორისტულ გადაცემებში თუ საზოგადოებაში.ახლა კიდევ ძალიან ბევრი რამ კეთდება ახალი საკრებულოს თავმჯდომარის დამსახურებით და კიდევ ძალიან ბევრი კარგი საქმის გაკეთება იგეგმება… ამ ქუჩის სახელწოდების მინიჭებაზეც, რომ ზუტად საკრებულოს თავმჯდომარემ იზრუნა. როგორი კარგი საქმეც არ უნდა გაკეთდეს უარყოფითს ყოველთვის ნახავთ! თქვენ არავინ მოგწონთ, სხვისი გაკრიტიკება და "აღშფოთება" ადვილია.მაგრამ დაუფიქრდით და თვალები გაახილეთ, ამის მერე კარგად დაინახავთ იმ ცვლილებებს , რაც ამ ბოლო პერიოდში განხორციელდა ხაშურში.ყველაფერი უცბათ გინდათ რომ გაკეთდეს…ასე არ ხდება… საკრებულოს თავმჯდომარე ყველაფერს აკეთებს, თავს არ ზოგავს , რომ ბევრი კარგი საქმე გააკეთოს და აცადეთ! ნუ ამოხვედით ყელში თქვენი კრიტიკით, ვითომ აქამდე ვინმე რამეს გიკეთებდათ !