კომპიუტერის შემსწავლელი უფასო ტრენინგები ხაშურის ბიბლიოთეკაში

ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში კომპიუტერისა და ინტერნეტის შემსწავლელი უფასო ტრენინგები იწყება. ამის შესახებ ინფორმაცია ბიბლიოთეკის fb გვერდე ვრცელდება.
ტრენინგი განკუთვნილია, როგორც დამწყები, ისე საწყისი საფუძვლის მქონე მსურველთათვის.
ტრენინგებს უძღვება ბიბლიოთეკის თანამშრომელი, აიტი-სპეციალისტი ნათია გოგალაძე.

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომერზე: 24-57-60.

კომენტარები