,,იცით რომ თქვენი უგულობის გამო ცოფის ყველაზე დიდი საშიშროების წინაშე დგას თქვენი ქალაქი და რაიონი?” – ღია წერილი მუნიციპალიტეტებს

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფეისბუქის გვერდზე საინტერესო წერილია განთავსებული, რომლის ავტორიც ირმა მთიულიშვილია. ღია წერილში დასახელებულია რამდენიმე მუნიციპალიტეტი, მათ შორის ხაშურის მუნიციპალიტეტი და ამიტომ ღირს გავეცნოთ წერილს და აღნიშნულ საკითხზე ვიყოთ ინფორმირებულნი.

წერილს უცვლელად გთავაზობთ:

,,ღია წერილი იმ მუნიციპალიტეტებს, რომლებსაც პრემიერ მინისტრის წერილი მიუვიდათ და რეაგირების გარეშე დატოვეს ცხოველთა თავშესაფრების შექმნაზე: განსაკუთრებით აღშფოთება მინდა გამოვთქვა ქუთაისის ცხოველთა უკვე შექმნილ თავშესაფარზე, რომელზეც მთავრობა ყურსაც არ იბერტყავს და იქ მიყვანილ ცხოველებს ქუჩაში ყოფნა ურჩევნიათ, რაგდან ყველა ინფექციის კერაა, მათ შორის ცოფის შემდეგ. გადავდივარ კასპთან, ქარელთან, ხაშურთან, მცხეთასთან და ა.შ. პირდაპირ მინდა დავადო ხელი ბათუმის, გორის და თბილისის გარდა ყველა მუნიციპალიტეტს ყველა ქალაქს. თქვენ ყველა სათითაოდ ხელს უწყობთ ახალი სიცოცხლის სიკვდილს ცხოველებში და არა მარტო ცხოველებში ადამიანებშიც, რადგანაც ყველა ქალაქში ამ სეზონზე განსაკუთრებით ცოფის შემთხვევები იმატებს და ხელს უწყობთ ცხოველთა დაკბენისაგან გამოწვეულ სიკვდილიანობას. ყურიც არავის შეგიბერტყიათ პრემიერ მინისტრის წერილზე, მხოლოდ სამი ქალაქია, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ ცხოველები გადაარჩინონ და სხვა ქალაქებში ერთეული ცხოველთადამცველები, ყოველ დღე ასობით ლეკვი კვდება და ეს არც კი გაღელვებთ, დღეში სიცხეში მინიმუმ საქართველოში 100 000 ცხოველია საშიში ცოფის გავრცელების საშიშროებას რომ წარმოადგენს არ იცით და ეს შეიძლება ერთ ქალაქშიც კი მოხდეს. ცხოველი, ქუჩაში საჭმელს და წყალს რომ ეძებს და თქვენ სკამებზე კარგად ხართ ჩაჭიდულები, იცით რომ თქვენი უგულობის გამო ცოფის ყველაზე დიდი საშიშროების წინაშე დგას თქვენი ქალაქი და რაიონი? სულ არ გაინტერესებთ ქუჩაში რა ხდება, ამით ცოფის საშიშროებას ქმნით და არავის გაღელვებთ, ერთს მაინც რომ შეგებერტყათ ყური ამ საკითხზე კარგი იქნებოდა, იქნებ შეგნებულადაც ქმნით ასეთ საშიშროებას. ქვეყანაში უკვე კატასტროფაა ამ მხრივ და თუ ხვდებით რა გევალებათ?”

კომენტარები

Comments

  1. ამათ გარდა იმისა პრემიები აიღონ არაფერი სხვა არ ევალებათ! ეს თუ საკრებულოა!

  2. xashuris municipalitets gamoichinet gulmiwyaleba da ifiqret miusafari cxovelebis tavshesafris sheqmnaze nu daxocavt cxovelebs gadavarchinot chveni otxfexa megobrebi tu tqven gamoichent gulisxmierebas didi sixarulit mivigeb monawileobas am ketil saqmeshi da dzaglebis movlashi radgan miyvars da mecodebian roca vxedav rogor edzeben nagavshi sakvebs tavis gadasarchenad winaswar gixdit madlobas da imeds vitoveb chems daaramarto chems txovnas gultan miitant da daexmarebit quchis dzaglebs romlebsac dzalian undat sicocxle