ინტერვიუ საქსტატის ეროვნული სამსახურის აღწერის ხაშურის მუნიციპალური განყოფილების ხელმძღვანელთან

5-დან 20 ნოემბრის ჩათვლით მთელი საქართველოს მასშტაბით საყოველთაო აღწერა მიმდინარეობს.

ამასთან დაკავშირებით, ჩვენ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის  აღწერის ხაშურის მუნიციპალური განყოფილების ხელმძღვანელს, ხათუნა დევაძეს გავესაუბრეთ.

 ქალბატონო ხათუნა, მოგვიყევით იმის შესახებ, თუ რა ეტაპები გაიარეთ, საყოველთაო აღწერის დაწყებამდე?

2014 წლის 5-9 ნოემბრის საყოველთაო აღწერას წინ უძღოდა მოსამზადებელი ეტაპი, რომელიც საქსტატმა მიმდინარე წლის  თებერვალ -მარტში ჩაატარა. მოსამზადებელი სამუშაოები გულისხმობდა მოსახლეობის საკომლო – სულადობრივ აღწერას. რაც შეეხება საყოველთაო აღწერას ყოველ 10 წელიწადში ერთხელ ტარდება .

როგორ შეირჩნენ ადამიანები, რომლებიც აღწერას ახორციელებენ და როგორ მოხდა მათი გადამზადება?

ვაკანსია აღმწერის პოზიციაზე, მიმდინარე წლის აგვისტოში გამოცხადდა, მათი შერჩევა უკვე სექტემბერში, გასაუბრების შედეგად მოხდა. შეირჩნენ როგორც სექტორის ზედამხედველები, ისე ინსტრუქტურ კონტროლიორები. გასაუბრების გავლის შემდეგ შესაბამისი ტრენინგები ჩაუტარდათ როგორც აღმწერებს ისე ინსტრუქტორ კინტროლიორებს და სექტორის ზედამხედველებსაც.

ხაშურში რამდენი აღმწერი მუშაობს და არიან თუ არა მათ შორის სტუდენტები?

კი, რა თქმა უნდა, აღმწერთა შორის სტუდენტებიც არიან. ხაშურის მუნიციპალიტეტში სულ 68 სოფელი შედის, რა თქმა უნდა, თითოეულ სოფელში ინტესიური აღწერა მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტი დაყოფილია 4 სასექტორო უბნად, სადაც 27 ინსტრუქტორ-კონტროლიორი მუშაობს და  თითოეულს  5-6 აღმწერი ექვემდებარება. გარდა ამისა გვყავს საერეზერვო აღმწერებიც, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში სხვებს ჩაანაცვლებენ ან.(დახმარებას გაუწევენ)1-3 ნოემბერს უკვე ჩატარდა წინასწარი შემოვლა, სადაც აღმწერი იწერდა თითოული ოჯახის სულაოდობრივ მონაცემებს და ასევე ათანხმებდა, რომელი დრო იყო მათთვის ხელსაყრელი, სრული კითხვარის შესავსებად.

როგორ მიმდინარეობს სამუშაოები, რაიმე გართულებს ხომ არ ჰქონია ადგილი?

ხაშურის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის საყოველთაო აღწერა, ყოველგვარი გართულებების გარეშე, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუ არ ჩავთვლით ერთ- ორ ინციდენტს, რა დროსაც მოსახალემ აღმწერს კარი არ გაუღო. საბედნიეროდ პრობლემა მოგვარდა და აღნიშნული მოსახლის აღწერაც მოხერხდა.

DSC_0971რა მოლოდინი გაქვთ, როგორ ჩაივლის აღწერა?

საქსტატის, ხაშურის მუნიციპალური განყოფილების თითოეული თანამშრომელი სრული პასუხიმგებლობით ეკიდება დაკისრებულ მოვალეობას – მუშაოებენ ობიექტურად და მიუკერძოებლად, თუმცა, აღმწერის მიერ შევსებული თითოეული კითხვარი კიდევ კონტროლდება,ინსტრუქტორის, სექტორისა და ასევე ჩემს მიერ, მაქსიმალურად სწორი ინფორმაციის მიღების მიზნით. ასევე მნიშველოვანია ისიც, რომ ისინი ხალხში დიდი ნდობით სარგებლობენ.

სტატია მომზადებულია ხაშურის ახალგაზრდული თვითმმართველობის მიერ

კომენტარები