თორნიკე ზურაბაშვილის საჯარო ლექცია ხაშურის ამერიკის კუთხეში

საქართველოს თანამედროვე კონსტიტუციურმა წყობამ, საზოგადოების დიდი ნაწილის გაურკვევლობაში შეყვანა გამოიწვია. ვინ არის ქვეყნის პირველი, მეორე, თუ მესამე პირი, როგორ ნაწილდება მათი უფლებები, აქვს თუ არა ევროპის რომელიმე ქვეყანას მსგავსი პრეცედენტი, ყოველივე ამასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია ხაშურის ახალგაზრდული თვითმმართველობა, საზოგადოებრივი კავშირი ,,მეგობრობის ხიდი – ქართლოსი”-ს თანადგომით და პროექტ ,,საქართველოს მოხალისესთან” ერთად იწვევს დუბლინის უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებათა მაგისტრს, საერთაშორისო უნივერსიტეტის მაგისტრსა და გაეროში ქართველი ახალგაზრდების ყოფილ წარმომადგენელს, თორნიკე ზურაბაშვილს, რომელიც წაიკითხავს ლექციას ხაშურის ამერიკის კუთხეში თემაზე – ,,საქართველოს კონსტიტუციური წყობა და პარალელები ევროპის ქვეყნებთან.”

შეხვედრა გაიმართება 8 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ძნელაძის ქ. # 10-ში. დასწრება თავისუფალია.

12022571_1073409376002970_9122747194254643522_o

კომენტარები