ვარსკვლავები ხაშურში – ნულოვანი პირობებით გაოგნებული ქართველი მომღერლები

   13 თებერვალს, ხაშურის კულტურის ცენტრში გაიმართა საქართველოს სახალხო არტისტის ეთერ კაკულიას მხარდამჭერი აქცია სახელწოდებით ,,ძალა ერთობაშია“.

   კონცერტის მონაწილენი იყვნენ ქართული ესტრადის ვარსკვლავები: თემურ წიკლაური, ვახტანგ ტატიშვილი, ნუგზარ კვაშალი, ნუგზარ ერგემლიძე, ზურაბ ჩინჩალაძე, ზურაბ დოიჯაშვილი, ზურაბ კობეშავიძე, მაკა ქაჯაია, პაატა თედიაშვილი, ბესო კალანდაძე,  ბიძინა მახარაძე, აგრეთვე ცეკვის და მუსიკის ადგილობრივი ანსამბლები.

   უნდა აღინიშნოს, რომ საღამო არც თუ ისე კარგად წარიმართა და მომღერლები მოუწესრიგებელმა ინფრასტრუქტურამ და თანამედროვე ეპოქაში, საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქის, დიდი ისტორიის მქონე კულტურის სახლის ასეთმა მძიმე მდგომარეობამ აღაშფოთა. გაყინული ოთახები, შეშის ღუმელთან მჯდომი ,,ივერიელები” და შერცხვენილი ხაშური. ეს ის რეალობაა, რაც დღეს ხაშურის კულტურის სასახლეში სუფევს.

 ,,ხაშური ნიუსი” კონცერტის პიარ-მენეჯერს, ტელეწამყვანს, პროდიუსერს და ინტერნეტ-ტელევიზია stars.ge-ს დამფუძნებელ ბესო ჩუბინიძეს გაესაუბრა.

10173624_617045541758250_3142491039167785180_nბესო ჩუბინიძე: ,,მე ხაშურში ვარ დაბადებული და მიყვარს ყველაფერი რაც კი ხაშურს უკავშირდება, მტკივა ყველაფერი რაც ამ პატარა ქალაქს ტკივა და განსაკუთრებით კულტურის სფეროში, იქნება ეს შენობა-ნაგებობების საშინელზე საშინელი მდგომარეობა, თუ იქნება ეს ზოგადი მიდგომა კულტურის მიმართ. უამრავი კონცერტის ორგანიზატორი ვარ და განსაკუთრებით ხაშურში გამიკეთებია მრავალი კონცერტი, სხვადასხვა ფორმატით – ვისაც პატარა ბაჩო ახსოვს (ჩემი შვილი რომელიც ორიათასიანების პატარა ვარსკვლავი იყო – ) – იმ დღიდან მოყოლებული ხაშურის კულტურის სახლი სულ ამ დღეშია, არცერთი მთავრობა, არცერთი მაჟორიტარი დეპუტატი და საერთოდ არავინ – პრიორიტეტად არ აყენებს ამ დარბაზის ერთხელ და სამუდამოდ მიხედვას, უხერხულია როცა ყველაზე მაგარი მსმენელი საქართველოში – ანუ ხაშურელი მსმენელი დარბაზში ყინვისგან კანკალებს და ისე უკრავს ტაშს ქართული ესტრადის ნაღდ ვარსკვლავებს, სირცხვილია, როცა – თემურ წიკლაური შეშას უკეთებს ,,ფეჩს” თავისი ხელით, რომ ხმა არ გაუცივდეს და უმაგრეს მსმენელს – უმღეროს გაყინულ დარბაზში. – ხმა მომივიდა რომ გამგეობაში და მუნიციპალიტეტში აღფოთებულნი ყოფილან ჩემს სიუჟეტზე და რაღაც უმადურობის მომენტი, რომ არ გამოგვივიდეს ჯერ აქ ვიტყვი: – ვისზე აღშფოთდით? რაზე აღფოთდით? – რათქმაუნდა თქვენი დახმარების გარეშე ამ ძალიან მაგარ კონცერტს ხაშურელი მაყურებელი ვერ იხილავდა, მაგრამ – რა უფლება აქვს ვინმეს სიუჟეტში ნაჩვენები პრობლემები მიკრიტიკოს?! რა – მონტაჟი იყო რამე თუ ტყუილი?! – პირიქით – სწორედ ამიტომ გაკეთდა ეს სიუჟეტი, რომ თუნდაც კულტურის სამინისტროში გადავაგზავნო და იქაც ნახონ, რომ მათი დახმარებაა საჭირო! – მითუმეტეს მაშინ როცა ადგილობრივ ბიუჯეტს არ აქვს ამის ფინანსური საშუალება და ადგილობრივ მაჟორიტარ დეპუტატს კი – სურვილი, რომ მიხედონ ერთადერთ კულტურის სახლს, უძვლესს და უმაგრესს! – მე ამ რეპორტაჟით, ამ უმაგრესი კონცერტიდან და ქართველი ნაღდი ვარსკვლავები, თავისი უმაგრესი სიმღერებით – ხაშურის მთავრობას პრობლემის ცნობადობის გაჟღერებაში დავეხმარებით და ხელს შევუწყობთ, რომ დავეხმაროთ პრობლემის გასაჯაროებაში, რომელიც მხოლოდ ასე მოგვარდება! და იმის თქმა რომ – ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ კარგი კონცერტი გამოსულიყო და რა საჭირო იყო დანგრეული დარბაზის რეპორტაჟში ჩვენებაო – სასაცილოა…! საჭიროა და მეტიც! ისე ეს პრობლემა დარჩება პრობლემად ვითარცა ბოლო 25 წელია!”

————-

რეპორტაჟის სანახავათ გადადით ბმულზე – ვარსკვლავები ხაშურში

გიორგი ჩუბინიძე

კომენტარები

Comments

  1. zlivis ar gamochda erti normaluri adamiani da gamoashkarava es mizinebuli xelisufleba ,sasaciloa amxela raionshi kino da kulturis saxli ar arsebobs me kitxvas vsvav xashurs kaavs saertot xelisufleba an deputati sad daikarga aferistebo tkveni danapirebi daaxshet axalgazrdebi ar micet gasaqani cxovrebis shemircxvenia tkveni uazro ocnebebi ,afsus nacionalebo .

  2. ნაციონალებიც იყვნენ ხელისუფლებაში თანაც 9 წელი, მაგრამ არაფერი არ გაკეთებულა.ისე კარგია,რომ დაიწერა.ჩვენს მაჟორიტარს კი ასეთი პრობლემებისთვის არ ცალია,რადგან დაკავებულია საკუთარი ბიზნესით.არჩევნების წინ კი ყველაფერზე ლაპარაკობენ,დაპირებებიც ბევრია.

  3. rogor ambobt "afsus nacinalebo "nacionalebisdros ayvavda xashuri da dgevandelma mtavrobam gaanadguraa??arc nacionalebs ufiqriat raionis ketildgeobistvis da rogorc chans arc axali mtavroba da majoritari iwuxebs tavs.am siujetma iqneb daafiqros dgevandeli mtavroba mainc da moxedon raions.

  4. arasodes ar ayvavebula xashuri x,
    ashurs patroni ar yavsssssssssss

  5. ამ ხელისუფლებას ნამდვილად ვერავინ დაადანაშაულებს კლუბის მდგომარეობის გამო, მაგრამ ყურადსაღები და ერთ-ერთი უპირველესი საზრუნავი კია მისი რეაბილიტაცია. თანაც ის აშენდა თეატრად და შემდეგ აქციეს სააქტო დარბაზად, ვფიქრობ, ჩვენ, ყველა უნდა გავერთიანდეთ, რომ მას დაუბრუნდეს პირველადი სახე. არ დაგვავიწყდეს, რომ სამი სეზონი აქ სპექტაკლებს გენიალური მარჯანიშვილი მართავდა თავის შეუდარებელ დასთან ერთად.

  6. majoritari deputatebi marto taviant tavebze fiqroben,arc aert araferi ar gauketebia raionistvis,sircxvili araa.

  7. Gio Salo says:

    arc am mtavrobas ar sheuwuxebia didiad tavi da arc winas ramdeni xania eset dgeshia klubi da patroni aravin ar yavs