ვაჟა შუბითიძის საჯარო ლექცია საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით

 საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, 25 თებერვალს, 13:00 საათზე ქ. ხაშურში, გალაკტიონ ტაბიძის სახელობის #6-ე საჯარო სკოლაში ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, პროფესორ ვაჟა შუბითიძის საჯარო ლექცია გაიმართება.

ღონისძიება ხაშურის ახალგაზრდული თვითმმართველობის მიერაა ორგანიზებული და საინფორმაციო მხარდამჭერია ,,ხაშური ნიუსი”.

ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნება ფილმი საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებით და მოეწყობა დისკუსია.

მისამართი: ქ. ხაშური ფალიაშვილის ქ. №10

დასწრება თავისუფალია

1

კომენტარები