ვალერი გელაშვილი ხაშურში კინოთეატრს აშენებს?

ხაშურში წლების მანძილზე კულტურული ცხოვრება დაღმასვლას განიცდის. ოდესღაც ქალაქს კინოთეატრიც ჰქონდა, რომელიც საბჭოთა მოგონებებში დარჩა. უნდა აღინიშნოს, რომ ,,ხაშური ნიუსი” არაერთხელ წერდა პრობლემის შესახებ, მაშინ ჩვენ შევეცადეთ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსგან გაგვეგო, თუ რა ბედი ეწია კინოთეატრ ,,რუსთაველის” შენობას. მაშინ ვწერდით: ,,როგორც ეკონომიკის სამინისტრომ მოგვაწოდა ინფორმაცია კინოთეატრი რუსთაველი 2011 წელს პირობებიანი აუქციონის გზით მიეყიდა ველაჯიოს 5 წლის განმავლობაში ქონების განაშენიანებისა და განვითარებისათვის 1 მილიონი ლარის ინვესტირების მიზნით. ველაჯიო ერთ-ერთი წამყვანი კომპანია გახლავთ საქართველოს სარეკლამო ბაზარზე. იგი შედის ვისოლ ჯგუფში, რომელიც მიეკუთვნება უმსხვილეს ბიზნეს ჯგუფთა სიას საქართველოში”.

ხაშურში ცოტა ხნის წინ, კოსტავას ქ. #1-ში მდებარე ძველი კინოთეატრის შენობის დემონტაჟი დაიწყო. როგორც იქ განთავსებული აბრა გვამცნობს აქ ახალი კინოთეატრი უნდა აშენდეს, სადაც ორი დარბაზი იქნება და სავაჭრო დაწესებულებებიც განთავსდება. სამუშაოებს კი ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის კომპანია ,,ლიტ გეო ინვესტ“-ი აწარმოებს.  როგორც ჩანს, ვალერი გელაშვილმა შენობა ,,ველაჯიოსგან” შეისყიდა.

როგორც ,,ხაშური ნიუსმა” მიიღო ინფორმაცია, არსებული შენობის დემონტაჟი წლის ბოლოს დასრულდება, ხოლო ახალი შენობა 2016 წლის ბოლომდე აშენდება.

იიი ჰ ო

კომენტარები