ერთი ხელნაწერი რვეულის ისტორია ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში

2016 წლის 17 მარტს, ხაშურის მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, ფილოლოგიის მეციერებათა დოქტორმა, პროფესორმა მურად მთვარელიძემ წაიკითხა ლექცია, რომელიც მუზეუმში დაცულ ერთ-ერთ ხელნაწერ რვეულს ეხებოდა.
ხელნაწერი რვეული სარდიონ და მაკინე ამირეჯიბების ოჯახს ეკუთვნოდა. ეს ოჯახი მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს და მეოცე საუკუნის დასაწყისში მნიშვნელოვანი კულტურული კერა იყო. ოჯახი ქართლში, ქარელთან ახლოს, სოფელ საღოლაშენში ცხოვრობდა და იქ თავს იყრიდა იმ დროინდელი მოწინავე საზოგადოება, როგორებიც იყვნენ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი და სხვა გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეები. ოჯახის დიასახლისი მაკინე ამირეჯიბი ლიტერატურაზე შეყვარებული ადამიანი იყო, თავისი ხელით წერდა დღიურს და შეჰქონდა ის ლექსები, რომლებზეც შემდეგ სიმღერებს აჟღერებდა.
მაკინე ამირეჯიბის რვეული თავისი მნიშვნელობით ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ერთ-ერთი ძვირფასი ექსპონატია.

12240913_343295615794120_4102470492946453603_o 12094733_343295875794094_553676360454001047_o 980492_343295595794122_7887442869530195894_o

კომენტარები