„ეკლესიის მამათა სწავლება პირველქმნილი ადამიანის შესახებ“-მორიგი სემინარი

 24 დეკემბერს, სურამისა და ხაშურის ეპარქიის სასულიერო პირებისთვის, წმ. დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონში გაიმართა რიგით მესამე სემინარი. მომხსენებელი ბრძანდებოდა ფილოლოგიისა და თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის პატროლოგიისა და დოგმატიკის კათედრის ხელმძღვანელი პროფესორი ედიშერ ჭელიძე. მოხსენების თემა: „ეკლესიის მამათა სწავლება პირველქმნილი ადამიანის შესახებ“. შემდეგი სემინარი იგეგმება იანვრის პირველ ნახევარში.
მომხსენებელი იქნება ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოსოფოსი ლევან გიგინეიშვილი. თემა: “განმანათლებლობა და ქრისტიანობა”

სემინარების მოწყობას, თემების შერჩევასა და პროფესორების მოწვევას ხელმძღვანელობს და კოორდინირებას უწევს თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი გივი ლომიძე.

10351652_10204655518579706_7702181766129814818_n 10881888_10204655519739735_3319243571678733494_n

კომენტარები

Comments

  1. კარგია ასეთი სემინარები, თორემ,ხშირად ამგავრ საკითხებზე მამოები ქრისტეს სიტყვას კი არ განუმარტავენ, არამედ საკუთარ პრიმიტიულ წარმოდგენებს უქადაგებენ მრევლს…