ეკა ბაქრაძისა და სტუდია ,,აკვარიუმის” წარმატება

2017 წლის 28 ოქტომბერს, თბილისში, “მაჩაბელა”–ს საბავშვო თეატრალურ ფესტივალზე, სტუდია ,,აკვარიუმის” სპექტაკლმა – ,,ბედნიერი უფლისწული”, 5 ნომინაციაში მიიღო დიპლომი. ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსული 15 სტუდია მონაწილეობდა. ,,აკვარიუმი” – ს 11 მონაწილედან 5 საუკეთესო ნომინაცია, აქედან 3 ცხრამუხელმა მოსწავლეებმა დაიმსახურეს, ნომინაციაში ,,ფესტივალის აღმოჩენა” გიორგი ბაქრაძემ გაიმარჯვა.

სტუდიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია პოეტი ეკა ბაქრაძე. ,,აკვარიუმი” ხაშურში ახალ სასწავლო წელს იწყებს და სტუდიის ახალი წევრების მიღებისთვის ემზადება. ,,ხაშური ნიუსი” სტუდია ,,აკვარიუმსა” და მის დამფუძნებელს შემდგომ წარმატებებს უსურვებს!

კომენტარები