დიმიტრი ყიფიანის პრემია თამაზ ჯოლოგუას და თამარ მიქაძეს გადაეცემა

ხაშურის მუნიციპალიტეტში რამდენიმე წელია რაც „დიმიტრი ყიფიანის სახელობის პრემია“ არსებობს და იგი გადაეცემათ ადამიანებს,  რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ხაშურის მუნიციპალიტეტისა და დიმიტრი ყიფიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის კვლევის საქმეში.  წელს აღნიშნულ პრემიას მიიღებენ: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი თამაზ ჯოლოგუა ნომინაციაში „დიმიტრი ყიფიანის ცხოვრებისა და შემოქმედების კვლევისათვის” და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი თამარ მიქაძე ნომინაციაში „განსაკუთრებული დამსახურებისათვის ქვეყნისა და მუნიციპალიტეტის წინაშე”, იგი აგრეთვე დიმიტრი ყიფიანის შთამომავალიც გახლავთ. გამარჯვებულთა დაჯილდოება სექტემბრის ბოლოს გამართულ „ხაშურობის” საზეიმო ღონისძიებაზე მოხდება. ანალოგიური პრემიის ლაურეატები გასულ წლებში გახდნენ ისტორიკოსი თამაზ ლაცაბიძე და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გურამ ყორანაშვილი.

კომენტარები