დიმიტრი ერმაკოვის ფოტონამუშევრების გამოფენა ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში

     9 თებერვალს, ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში XIX საუკუნის გამორჩეული ფოტოგრაფის დიმიტრი ერმაკოვის ნამუშევრების ფოტოგამოფენა გაიხსნა, რომელიც ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმისა და გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ერთობლივი ორგანიზებით მოეწყო.

    ფოტოგამოფენა ხაშურში კიდე რამდენიმე თვე დარჩება და ხაშურელი მოსწავლეების შემეცნებას მოემსახურება.  აგრეთვე იგეგმება სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამები, რომელიც მოსწავლეებს გაუადვილებთ ძველი ეპოქის ეთნოლოგიის, ისტორიის აღქმას და ამაში დიმიტრი ერმაკოვის ფოტოები დაეხმარებათ, რომელშიც მრავლადაა ჩვენი ქვეყნის არქიტექტურა, ყოფა-ცხოვრება, დღეობები და ა.შ.

   DSCN8187ფოტოგამოფენას ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა შუბითიძე და საკრებულოს სხვა წევრებიც ესწრებოდნენ, აგრეთვე მუზეუმის თანამშრომლები და საზოგადოების წარმომადგენლები.

   ეთნოლოგი და ფოტოგრაფი დიმიტრი ერმაკოვი 1946 წელს საქართველოში დაიბადა. მისი მამა მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში. ახალგაზრდა ერმაკოვმა განათლება ანანურთან მდებარე სამხედრო ტოპოგრაფიულ აკადემიაში მიიღო, რომელიც თბილისიდან ჩრდილოეთით 102 კმ-ით იყო დაშორებული და საქართველოს სამხედრო გზაზე მდებარეობდა, გზა რომლის ფოტოგრაფირებაც მას ხშირად უწევდა. სწორედ ამ აკადემიაში ჩამოყალიბდა ერმაკოვი ფოტოგრაფად და რამდენიმე წელიწადში საზოგადოებას უკვე პროფესიონალ ფოტოგრაფად მოევლინა.

   მის ფოტონამუშევრებში შიდა ქართლის ფოტოებიცაა წარმოდგენილი, მათ შორის კი ფოტოები, რომლებიც ასახავს ხაშურის მუნიციპალიტეტის ხედებს (ხაშური, დაბა სურამი).

DSCN8201

კომენტარები